ვაკანსია საიას თბილისის ოფისში იურისტ/კონსულტანტის თანამდებობაზე (სპეციალიზაცია-საერთო ან სამოქალაქო/ადმინისტრაციული)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს თბილისის ოფისში იურისტ/კონსულტანტის თანამდებობაზე

(სპეციალიზაცია-საერთო ან სამოქალაქო/ადმინისტრაციული)
 
ძირითადი მოვალეობებია:
მოქალაქეთათვის უფასო იურიდიული კონსულტაციების გაწევა ოფისში და გასვლით კონსულტაციებზე; 
მოქალაქეებისათვის სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა
კანონპროექტებზე და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალში; 
საია-ს სახელით გამოსაქვეყნებელი პუბლიკაციების მომზადება, ასევე ტელე გადაცემებში მონაწილეობა და ინტერვიუების მიცემა. 
 
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი იურიდიული განათლება;
სასურველია პროფესიით მუშაობის გამოცდილება;
მოწესრიგებული შრომის დისციპლინა, სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
ინგლისურ ენის ცოდნა (სასურველია);
გუნდური მუშაობის გამოცდილება;
კომპიუტერთან მუშაობა. 
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ასოციაციის თბილისის ოფისში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
4. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის მოწმობა 
5. სამოტივაციო წერილი.
 
 
 
დოკუმენტები მიიღება 2013 წლის  5 აპრილის 18.00 საათამდე.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებსაც ჩაუტარდებათ წერითი გამოცდა და გასაუბრება. 
მისამართი ჯ. კახიძის ქ. #15, 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: 293 61 01; 295 23 53
საკონტაქტო პირები: ანი ტაბიძე / თამარ სარაჯიშვილი
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ მიიღება შემდგომში განსახილველად! 
                              
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge