სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

აქცია სიცოცხლის უფლების დასაცავად - “დატოვე ანაბეჭდი!”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 20 მაისს თბილისსა და ქუთაისში აქცია გამართა. 1999 წლის 20 მაისს საქართველოსთვის ძალაში შევიდა “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენცია”. ამ დოკუმენტით საქართველომ კიდევ ერთხელ აღიარა ადამიანის სიცოცხლის უფლება. დღეს საქართველოში უხეშად ირღვევა სიცოცხლის უფლება. მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჩვენგანი.

2006-05-19 20:00 სრულად ნახვა

გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას

დანართში თქვენ იხილვავთ გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ 19 მაისს გამოქვეყნებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.  შეგახსენებთ, რომ 3-4 მაისს გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა განიხილა საქართველოს სახელმწიფოს მე-3 პერიოდული ანგარიში საქართველოში წამებასთან დაკავშირებით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრთან და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდთან ერთად საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან  “მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმეგ” თანამშრომლობით ალტერნატული ანგარიში მოამზადა და ჟენევაში წარადგინა. აღსანიშნავია, რომ გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის რეკომენდაციაში ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციათა მომზადებული ალტერნატიული ანგარიშის დებულებათა უმრავლესობა. გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას

2006-05-18 20:00 სრულად ნახვა

საპატრულო პოლიციის ავტომანქანებზე “ჯეოსელის” რეკლამა კანონდარღვევაა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “საიმპიჩმენტო პროცედურათა ინიციაციის ცენტრი” შეშფოთებულები არიან იმ ფაქტის გამო, რომ საპატრულო პოლიციის ავტომანქანების სანომრე ნიშნის ადგილზე კომპანია “ჯეოსელის” რეკლამაა განთავსებული. მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წააგო სასამართლო პროცესი ინფორმაციის გაუცემლობის გამო, საიამ და საიმპიჩმენტო პროცედურათა ინიციაციის ცენტრმა მოიპოვა ხელშეკრულება შპს “ჯეოსელსა” და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს შორის, რომელიც გაფორმებულია 2004 წლის 24 დეკემბერს. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია “ჯეოსელი” შსს-ს უსასყიდლოდ გადასცემს 2500 სიმ-ბარათს და 600 სიმ-ბარათზე გამოუყოფს შსს-ს თვეში ოც ლარიან უფასო სასაუბრო დროს. ამის სანაცვლოდ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განათავსებს კომპანია “ჯეოსელის” სახელწოდებას  ან/და სასაქონლო ნიშანს საპატრულო ავტომობილებზე. ამასთანავე ხელშეკრულების თანახმად, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია “არ ისარგებლოს  კომპანიის კონკურენტი საწარმოს მომსახურეობით ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში”.

2006-05-16 20:00 სრულად ნახვა

საპარლამენტო დებატების ტურნირის ნახევარფინალი და ფინალი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში 12 მაისს გაიმართა საპარლამენტო დებატების ტურნირის ნახევარფინალი და ფინალი. ნახევარფინალში დებატი წარიმართა შემდეგ რეზოლუციაზე: ამ პალატას სჯერა, რომ სიტყვის თავისუფლება აბსოლუტურია ფინალში გავიდნენ შემდეგი გუნდები: - თამარ ჩუგოშვილი   (კონსტიტუციური სამართლის ჯგუფი)- ნინო გობრონიძე - თამარ დაუშვილი   (საერთაშორისო სამართლის ჯგუფი)- ნინო სარიშვილი ფინალში დებატი წარიმართა შემდეგ რეზოლუციაზე: ამ პალატას სჯერა, რომ სიცოცხლის უფლება ხელშეუვალია გამარჯვებული გუნდი - თამარ დაუშვილი  - ნინო სარიშვილი იმავე დღეს გამოვლინდა საპარლამენტო დებატების ტურნირის ათი საუკეთესო ორატორი 10 საუკეთესო ორატორი 1 ნინო გობრონიძე (9.3)2 თამარ ჩუგოშვილი (8.8)3. შოთა ტყეშელაშვილი (8.7)4. თამარ გვარამაძე; ელისო ჩაბრავა (8.5)5. ხათუნა ხელიძე; სარიშვილი ნინო (8.3)6. გიორგი მირცხულავა; არჩილ ნიჟარაძე (8.2)7. ეკა მიქაძე; თამარ შვანგირაძე (8.0)8 ლანა ლაგვილავა; სალომე რეხვიაშვილი; ლუიზა ჩალათაშვილი (7.8)9 მიხეილ ცხოვრებაძე (7.7)10 ზურაბ ლანჩავა (7.6)

2006-05-13 20:00 სრულად ნახვა

საპარლამენტო დებატების ტურნირი გრძელდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში 7 მაისს ჩატარდა საპარლამენტო დებატების ტურნირის მერვედფინალი და მეოთხედფინალი. დებატებში მონაწილეობას იღებდნენ საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სტუდენტები, რომელთაც გადალახეს ტურნირის შესარჩევი ეტაპი.

2006-05-07 20:00 სრულად ნახვა

სემინარი თემაზე “განაცხადთა წარდგენა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის ერთობლივი პროექტის “საადვოკატო უნარ-ჩვევათა გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში ჩატარდა სემინარი  პრაქტიკოსი ადვოკატებისათვის  თემაზე “განაცხადთა წარდგენა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში”.  სემინარი ჩაატარეს პროფესორმა ბილ ბოურინგმა და ფილიპ ლიჩმა. ორივე მათგანი არის ადამიანის უფლებებში სპეციალიზირებული პრაქტიკოსი ადვოკატები. სემინარი ეძღვნებოდა  როგორც განაცხადის წარდგენისა და მისი დასაშვებობის  პროცედურების განხილვას, ისე კონვენციით გათვალისწინებული მთელი რიგი უფლებების მიმოხილვას. სემინარი იყო ინტერაქტიული ხასიათის, რის გამოც შესაძლებელი გახდა საქართველოს რეალობისათვის  დამახასიათებელი კონკრეტული მაგალითების განხილვა და შეფასება. აღნიშნული სემინარის გავლის შემდეგ ადვოკატებს შეუძლიათ ევროსასამართლოში გასაგზავნი პოტენციური საქმეების სელექცია.

2006-05-07 20:00 სრულად ნახვა

მომავალი სიღარიბის გარეშე” წევრ ორგანიზაციათა შეხვედრა

სასტუმრო შერატონ პალასში სამოქალაქო ალიანსი “მომავალი სიღარიბის გარეშე” წევრ ორგანიზაციათა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ, ველფეარ ფაუნდეიშენმა კონფერენციის მონაწილეებს 2005 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს, რის შემდეგაც განხილულ იქნა ალიანსის 2006 წლის სამოქმედო გეგმა. კონფერენციის მონაწილეებმა მოსაზრებები გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება უფრო ქმედითი გახდეს ალიანსის საქმიანობა. მათ მომავალში ალიანსის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში უფრო აქტიური მონაწილეობის სურვილი გამოხატეს.  

2006-05-04 20:00 სრულად ნახვა

პროექტის “პრეზიდენტის რწმუნებული ხალხის სამსახურში” შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია

2006 წლის 1 მაისს სასტუმრო “თორში” პროექტის “პრეზიდენტის რწმუნებული ხალხის სამსახურში” შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მასმედიის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პრეზენტაციას სტუმრობდა იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომელი. შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუციური მონიტორინგის შედეგები და ფინასური მონიტორინგის ანგარიში. დეტალურად იქნა განხილული რწმუნებულის ფონდის გაურკვეველი იურიდიული ბუნება და ფონდის აღმასრულებელი დირექციის მიერ კანონდარღვევით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები. ასევე საუბარი იყო შიდა ქართლში რწმუნებულის ადმინისტრაციის მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობასა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნო რწმუნებულის ფონდის ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ კანონდარღვევებს. შეხვედრის ბოლოს საზოგადოებას წარედგინა ზოგადი რეკომენდაციები და საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ითვალისწინებს პროექტის მიმდინარეობის პროცესში აღმოჩენილი საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას.

2006-05-01 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჟენევაში წამების საწინააღმდეგო კომიტეტში ალტერნატიულ ანგარიშს წარადგენს

2006 წლის 3 მაისს ჟენევაში გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტში 36-ე სესიაზე განიხილება საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიში წამებასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე.  დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ასეთი ტიპის ანგარიშის განხილვისას მომხსენებელი  ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარადგონონ ალტერნატიული ანგარიში. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ,  45 წუთიანი ბრიფინგის განმავლობაში გააჟღერონ  მთავარი პრობლემატური საკითხები  და შეხვდენენ წამების საკითხებზე სპეციალურ მომხსენებელს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის “მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმეგ” ზედამხედველობით მოამზადეს ალტერნატული ანგარიში ზემოაღნიშნული კომიტეტის წინაშე წარსადგენად. ანგარიშის მომზადებაში ასევე მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიის განვითარების ფონდი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ჟენევაში წარმოადგენს ალტერნატიული ანგარიშის თანაავტორი სოფო ჯაფარიძე.

2006-04-30 20:00 სრულად ნახვა

შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

28 აპრილს ამერიკის იურისტთა ასოციაციამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე მოწვეული იყო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების თანამშრომლები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებმა მათ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი და მეორე მოსმენით მიღებული სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები წარუდგინეს.

2006-04-27 20:00 სრულად ნახვა