2006 წლის ოქტომბრიდან საიას-ს ქუთაისის ფილიალში ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს LDA GEORGIA-ს ფინანსური მხარდაჭერით პროექტი "სტუდენტები ქალთა უფლებებისთვის" ხორციელდება.
პროექტი მიზნად ისახავს იმერეთის რეგიონის მასშტაბით იურიდიული ფაკულტეტის II-V კურსის სტუდენტებისთვის ერთწლიანი სასწავლო კურსის ორგანიზებასა და მათთვის პროფესიული უანრ-ჩვევების განვითარებას. კურსი გულისხმობს სწავლებას ქალთა უფლებების შესახებ და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას. სასწავლო კურსი 3 ეტაპისგან შედგება:
პირველ ეტაპი – ქალთა უფლებები და კონსტიტუციური სამართალი;
მეორე ეტაპი – ქალთა უფლებები და სამოქალაქო სამართალი;
მესამე ეტაპი – ქალთა უფლეები და სისხლის სამართალი;
ასევე თითოეული ეტაპის დასასრულს სტუდენტების მიერ წარმოდგენილი იქნება 2 იმიტირებული სასამართლო პროცესი.
2007 წლის 10 აინვარს საია-ს ქუთაისის ფილიალში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტის მიზნები და პროექტით გათვალისწინებული აქტივობები. თემის ირგვლივ აზრი გამოთქვეს მოწვეულმა სტუმრებმა და დადებითად შეაფასეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები. საპროექტო ჯგუფის მიერ სტუმრებს საჩუქრად სარეკლამო ბუკლეტები და ბროშურები გადაეცათ .