როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში და მნიშვნელოვნად იცვლება ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე არსებული რეგულაცია.
2013-12-17 05:49 სრულად ნახვარადიომაუწყებლობის სიხშირით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, 2013 წლის 26 აგვისტოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადა და რადიომაუწყებლობის ლიცენზია მიანიჭა შპს „ენერჯი გრუპს.“ აღნიშნულ კონკურსში ასევე მონაწილეობდა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“, რომელმაც სასამართლოში გაასაჩივრა კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება, როგორც კანონდარღვევით მიღებული და მოითხოვა ლიცენზიის შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის“ მიკუთვნება.
2013-12-17 03:05 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი „ადგილობრივი თვითმმართველობის“ კოდექსის პროექტით შემოთავაზებულია ისეთი მნიშვნელოვანი სიახლე, როგორიცაა გამგებლების (მერების) პირდაპირი წესით არჩევა, რაც, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩვენი ორგანიზაციების მოთხოვნას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, შემოთავაზებული კანონპრექტი ითვალისწინებს ნორმას, რომელიც არჩევითი მერებისა და გამგებლების ინსტიტუტის მნიშვნელობას ასუსტებს.
2013-12-16 01:34 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს წერილობითი დასკვნა წარუდგინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანია. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების მოვალეობის შემსრულებლებისათვის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივებასა და შესაბამისად, ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების ჩატარების ვადების გადაწევას, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს საჯარო სამსახურის სტაბილურობასა და ზოგადად, მის სამომავლო განვითარებას. პირველ რიგში, გვინდა უკმაყოფილება გამოვთქვათ აღნიშნული კანონპროექტის განხილვის დაჩქარებულ ტემპებთან დაკავშირებით.
2013-12-12 05:53 სრულად ნახვაუნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში, დღეისათვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის საბოლოო ვარიანტის შემუშავება და მისი შემდგომი განხორციელება წარმოადგენს. სწორედ საჯარო სამსახურის ბიუროს უფლება-მოვალეობებში შედის საჯარო სფეროში სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტების შემუშავება. ამას ემატება ბიუროს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპეტენციები, განსაკუთრებით, თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი დეკლარაციების ჩაბარება და გამოქვეყნება, საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, ატესტაციის, დაწინაურების, სამსახურიდან გათავისუფლების არსებული პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ზოგადად, საჯარო სამსახურის ბიუროს ეფექტური, გამჭვირვალე და თანმიმდევრული საქმიანობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის საჯარო პოლიტიკაზე.
2013-12-12 05:19 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ. ცვლილებებისა და დამატებების მიზანია, უზრუნველყოს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა უფლებების ჯეროვანი აღიარება, დაცვა და პრაქტიკაში რეალიზაცია.
2013-12-12 02:40 სრულად ნახვასაიას იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპის (წერის შედეგები) სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ცნობილი გახდება 2013 წლის 24 დეკემბერს, ხოლო სისხლის სამართლის მიმართულებით - 2013 წლის 31 დეკემბერს. აღნიშნული ინფორმაცია განთავსდება საიას ვებგვერდზე.
2013-12-11 08:22 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომართა საქართველოს პროკურატურის რამდენიმე მაღალმა თანამდებობის პირმა, რომლებიც დაკავებული თანამდებობებიდან მთავარ პროკურორად ოთარ ფარცხალაძის დანიშვნის შემდეგ გათავისუფლდნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ მოსთხოვეს გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ მოთხოვნას ძირითადად მთავარი პროკურორის ახალი მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი აჟღერებდა, რომელიც თანამშრომლებს საკუთარ კაბინეტში იბარებდა და გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას ითხოვდა. თუმცა, როგორც მომმართველები აღნიშნავენ, არცერთ მათგანს არ განუმარტავედნენ, თუ რა იყო მსგავსი მოთხოვნის მიზეზი.
2013-12-11 07:19 სრულად ნახვასაია-ს თბილისის ოფისის ადვოკატის დახმარებით პირი გათავისუფლდა 75 577 ლარის ოდენობით არასათანადო მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებისგან საია-ს ადვოკატი იცავდა თ.კ-ს და მისი შვილის ა.რ-ს ინტერესებს სამედიცინო დაწესებულების წინააღმდეგ დავაში. სამედიცინო დაწესებულება ითხოვდა თ.კ-ს დაკისრებოდა მისი მეუღლის მკურნალობის ხარჯები 75 577 ლარის ოდენობით და ამ მიზნით გაყიდულიყო აუქციონზე თ.კ-ს შვილის, ა.რ-ს უძრავი ქონება, რადგანაც მოსარჩელის (სამედიცინო დაწესებულება) მოსაზრებით ეს ქონება თვალთმაქცურად იქნა გადაფორმებული ა.რ-ს სახელზე.
2013-12-11 03:43 სრულად ნახვაკანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ფორმატის გათვალისწინებით, საიამ პარლამენტს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. უპირველესად, ხაზს გავუსვამთ იმ გარემოებას, რომ წამოწყებული რეფორმა თავისი არსითა და მასშტაბით უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია. ადგილობრივი თვითმმართველობის ის სისტემა, რომელიც დღეისათვის მოქმედებს, არ არის საკმარისად გამართული, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაზე საკმარისად ორიენტირებული და არსებობს მისი ცვლილების საჭიროება. შესაბამისად, საია მხარს უჭერს წამოწყებულ რეფორმას.
2013-12-10 04:46 სრულად ნახვა