საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრში სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე ადგილმდებარეობა: თბილისი, ჯ. კახიძის ქ. # 15 საკონკურსო მოთხოვნები:
2013-11-25 05:15 სრულად ნახვა2013 წლის 20-22 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტმა სხვადასხვა რეგიონში (გორი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი) ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრის მიზანი იყო მიგრაციის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლება.
2013-11-22 00:50 სრულად ნახვაკომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 20 მაისის N343/11 გადაწყვეტილებით გაცემული თანხმობის საფუძველზე შპს „TV3“-ის წილის 9%-ის მესაკუთრე გახდა კახა ბაინდურაშვილი. ცნობილია, რომ კახა ბაინდურაშვილი ამავდროულად არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი. სავაჭრო-სამრეწველო პალატა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არის ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო პალატის პრეზიდენტი არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371-ე მუხლების შესაბამისად ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი.
2013-11-20 08:36 სრულად ნახვახელმომწერი პირები უარყოფითად ვაფასებთ საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში და შესაძლებელი ხდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა ისეთი ბუნდოვან და გაურკვეველ პირობებში, როგორიცაა: -განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობა.
2013-11-19 05:14 სრულად ნახვა2013 წლის 18-19 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში. პროექტის ერთ-ერთი მიმართულება მიგრაცია და განვითარება გულისხმობს ქართული დიასპორის წევრების როლის გაზრდას ქვეყნის განვითარების პროცესში და მათი ცოდნა-გამოცდილების გაზიარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
2013-11-19 01:49 სრულად ნახვა2013 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა თელავში საია-ს ოფისში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი იყო მიგრაციის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლება. შეხვედრა ჩატარდა პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში.
2013-11-17 01:07 სრულად ნახვაადამიანის სათანადო საცხოვრისის უფლებით უზრუნველყოფის სახელმწიფო ვალდებულება საქართველოში ხშირად ირღვევა. სიღარიბის უკიდურესი ფორმის - უსახლკარობის მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკა დღემდე არ არსებობს. ასეთი ადამიანები სახელმწიფოსგან სოციალურად დაუცველობის სტატუსსაც კი ვერ იღებენ რადგან კანონი მათგან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებას ითხოვს. განვლილი წლების განმავლობაში მედიით რეგულარულად ვრცელდებოდა ინფორმაცია ზამთარში სიცივით გარდაცვლილ უსახლკარო ადამიანების შესახებ. უსახლკარო ადამიანთა მიმართ სახელმწიფო ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში, არასამთავრობო ორგანიზაციამ “იდენტობა” თავშესაფრის შექმნა იმ მიზნითაც განიზრახა, რომ გამოცდილება დაეგროვებინა და მომავალში ის ხელისუფლებისთვის გაეზიარებინა. თავშესაფარი ასეთ ადამიანებს საცხოვრებელს, კვებას, ფსიქოლოგიურ, სამედიცინო, იურიდიულ დახმარებას და დასაქმებას შესთავაზებდა.
2013-11-16 03:21 სრულად ნახვადღეს, 2013 წლის 15 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ საქართველოს ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭა.
2013-11-15 08:51 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ტფილისის ჰამქარი უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში და მნიშვნელოვნად იცვლება ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე არსებული რეგულაცია.
2013-11-14 08:28 სრულად ნახვაI tremble for my country when I reflect that God is just; that his justice cannot sleep forever. Thomas Jefferson მართლმსაჯულებას მუდმივად სჭირდება ობიექტური და კვალიფიციური დამკვირვებლის კონტროლი, რათა მისი არსებობა იქნას უზრუნველყოფილი. ჩვენ ჯერ კიდევ მისი ჩამოყალიბების საწყის სტადიაზე ვართ. საზოგადოებისთვის რა თქმა უნდა ცნობილია ბოლო წლების ქართული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, რომელიც თითქმის არ არსებობდა. საიას მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული სასამართლო მონიტორინგის შედეგების ბოლო ანგარიშის პრეზენტაციაზე როგორც ვახსენე, უკანასკნელი 6 თვის პროგრესი ფეიერვერკის ღირსი არ არის, თუმცა აღნიშნვას იმსახურებს.
2013-11-14 04:50 სრულად ნახვა