სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

შეხვედრები რეგიონებში მიგრაციის თემატიკაზე

2013-11-22 00:50
Featured image
2013 წლის 20-22 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტმა სხვადასხვა რეგიონში (გორი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი) ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრის მიზანი იყო მიგრაციის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლება. შეხვედრა ჩატარდა პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში. პროექტი ხორციელედება  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მიერ. დონორ ორგანიზაციას ევროკავშირი წარმოადგენს. პროექტი ფოკუსირდება 4 მთავარ ამოცანაზე: მიგრაცია და განვითარება; მიგრაციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა; არალეგალური მიგრაციისა  და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა; მიგრანტთა უფლებების დაცვა.
 
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა ემიგრანტმა, ერეკლე ინაშვილმა, რომელიც ბრენდინგის სფეროში დასაქმებულია მიუნხენში. იგი პროექტის ფარგლებში ჩამოვიდა საქართველოში, რათა მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისათვის ჩაეტარებინა ტრენინგი კორპორატიულ ბრენდინგში.  მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართველი ემიგრანტის მეშვეობით მიეღოთ ინფორმაცია ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების გამოყენების შესახებ.