სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრში

2013-11-25 05:15
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრში 

 
სტაჟირების ხანგრძლივობა:  6 თვე
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჯ. კახიძის ქ. # 15
 
საკონკურსო  მოთხოვნები
კონკურსში მონაწილე უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის  საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი, ან იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ან იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული;
უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც დაინტერესებულია მედია სამართლით;
სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
კომუნიკაბელურობა და ჯგუფთან მუშაობის უნარი; 
პასუხისმგებლობის გრძნობა. 
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მიერ წარმოებული საქმეების შესწავლა;
იურიდიული კონსულტაციის გაცემაში მონაწილეობა;
სარჩელების, განცხადებებისa და სხვა სამართლებრივი  დოკუმენტაციის მომზადება;
საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;
ბუკლეტებისა და ლიფლეტების შედგენისას  იურისტების დახმარება და სხვა მოვალეობათა შესრულება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
1. ავტობიოგრაფია (CV);
2. სამოტივაციო წერილი;
3. იურისტის დიპლომის ან სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. 15.   
ტელეფონი:  2 95 23 53  
სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი 
 
საკონტაქტო პირი:  ეკატერინე ციმაკურიძე  
ტელეფონი: 577 07 05 77;  tsimakuridze@gyla.ge   
 
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2013 წლის 9 დეკემბერი, 18:00 საათი.   
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება
შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: წერითი გამოცდის და გასაუბრების გზით