სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

შეხვედრა მიგრაციის თემატიკაზე საია-ს თელავის ოფისში

2013-11-17 01:07
Featured image
2013 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა თელავში საია-ს ოფისში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი იყო მიგრაციის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლება. შეხვედრა ჩატარდა პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მიერ. დონორ ორგანიზაციას ევროკავშირი წარმოადგენს. პროექტი ფოკუსირდება 4 მთავარ ამოცანაზე: მიგრაცია და განვითარება; მიგრაციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა; არალეგალური მიგრაციისა  და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა; მიგრანტთა უფლებების დაცვა.
 
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღო ქართველმა ემიგრანტმა ერეკლე ინაშვილმა, რომელიც ბრენდინგის სფეროში დასაქმებულია მიუნხენში. იგი პროექტის ფარგლებში ჩამოვიდა საქართველოში, რათა მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ჩაუტაროს ტრენინგი კორპორატიულ ბრენდინგში.  მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია ქართველი ემიგრანტის მეშვეობით ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების გამოყენების შესახებ.