სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადება ზუგდიდში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზუგდიდში მომხდარ  შემთხვევას  ეხმაურება.   გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე კახა გულორდავამ ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გოგა ანჩაბაძე,  ცემა, ყური მოაჭრა, საპატრულო პოლიციის ფორმა გახადა და ზუგდიდში კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვა. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოაღნიშნულის მოტივი ანჩაბაძის მიერ გულორდავას ფეხმძიმე მეუღლის გაუპატიურების მცდელობა იყო. როგორც ირკვევა ანჩაბაძე გულორდავას ბავშვობის მეგობარი და მეჯვარეა.   

2013-11-14 02:12 სრულად ნახვა

საიას იურიდიული დახმარების ცენტრის კონკურსი კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად ანაზღაურების გარეშე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს: იურიდიული ფაკულტეტის (საერთაშორისო სამართლის) ბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს. 

2013-11-14 01:06 სრულად ნახვა

საია ადვოკატებისათვის გარკვეული ვალდებულებების დაკისრების მიზნით ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები. აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის ,,ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის" (FATF) რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანას. სამწუხაროდ, კანონპროექტის მომზადების პროცესი არ იყო საკმარისად გამჭვირვალე, არ მომხდარა მასში ადვოკატების ჩართვა, ადგილი არ ჰქონია ადვოკატების მოსაზრებების მოსმენას, დოკუმენტის დეტალურ განხილვასა და ჯეროვან დისკუსიებს. საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირის განმავლობაში გეგმავს კანონპროექტის უკვე მეორე მოსმენით მიღებას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრებით, საპარლამენტო განხილვები უნდა გახანგრძლივდეს და დოკუმენტის მეორე მოსმენით მიღებაც უნდა გადავადდეს.  

2013-11-13 02:15 სრულად ნახვა

საია-მ და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან ერთად გამართეს ცირკულარულ მიგრაციასთან დაკავშირებული კვლევის პრეზენტაცია

2013 წლის 12 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში მომზადებული კვლევის „ცირკულარული მიგრაცია“ პრეზენტაცია გაიმართა.  

2013-11-12 06:46 სრულად ნახვა

განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სპეციალიზაციასთან დაკავშირებით

კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის", რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, აქტიურად მუშაობს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაზე. რეფორმა სხვადასხვა ასპექტს მოიცავს და კანონმდებლობის გაუმჯობესებასთან ერთად მნიშვნელოვანია პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. ამ მხრივ კოალიცია დაინტერესდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სპეციალიზაციასთან დაკავშირებული საკითხებით.  

2013-11-08 06:59 სრულად ნახვა

საია არჩევნების შემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვისა და შედეგების შეჯამების პროცედურების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნების დღის შემდგომი პროცედურების დაკვირვებას თბილისსა და 36 საოლქო საარჩევნო კომისიაში ახორციელებდა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საია შესაბამისი საჩივრებით საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოს მიმართავდა. საჩივრების წარდგენის დროს საიამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სამართალდამრღვევის ჩამდენი საარჩევნო კომისიის წევრებისთვის პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხებზე, როგორც დარღვევათა შემდგომი პრევენციის ერთ-ერთ საშუალებაზე. 

2013-11-08 06:36 სრულად ნახვა

ოქტომბრის თვის წარმატებული საქმეები

საია-ს დახმარებით ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგი სასამართლო გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა სამუშაოზე საია-ს თბილისის ოფისის ადვოკატი იცავდა ერთ-ერთი საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგის - მ.გ.-ს ინტერესებს, რომელიც, ამავდროულად, იყო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი. 2011 წელს საჯარო სკოლის დირექტორმა, ცალმხრივად კანონის უხეში დარღვევით, სკოლის სამეურვეო საბჭოს თანხმობის გარეშე, მოუშალა ხელშეკრულება და გაათავისუფლა სამსახურიდან ჩვენი ბენეფიციარი. მ.გ.-ს იმავდროულად მისაღები ჰქონდა სკოლაში დამატებითი მეცადინეობის სახით ჩატარებული გაკვეთილების ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა: გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა,  იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და  დამატებით შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება. 

2013-11-08 05:35 სრულად ნახვა

საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი ვასილ ლომსაძის საქმეზე პროკურატურას მიმართავს

საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი დაინტერესდა მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ზაალ ადამიამ მოქალაქე ვასილ ლომსაძე ცემა. პარალელურად საიას გაცხადებით მომართა ვასილ ლომსაძემ, სადაც მიუთითა, ანალოგიური ინფორმაცია და მოითხოვა დახმარება. ჩვენ შევისწავლეთ საქმის მასალები, საიდანაც ირკვევა შემდეგი: 

2013-11-08 02:25 სრულად ნახვა

საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება

ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს  პირის მიერ რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვისათვის. ასევე სამართალდარღვევად ცხადდება ღვთისმსახურების ან/და სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა და რელიგიური შენობების და სხვა სიწმინდეების წაბილწვა, მათზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან/და მათი დაზიანება. 

2013-11-07 08:08 სრულად ნახვა

საია თბილისის საკრებულოს 22 თანამშრომლის დაუსაბუთებლად გათავისუფლების ფაქტს ეხმიანება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2013 წლის 7 ოქტომბერს მომართა ქალაქ თბილისის საკრებულოს ოცდაორმა ყოფილმა თანამშრომელმა. განცხადებაში მათ მიუთითეს, რომ სექტემბერში სამსახურიდან გათავისუფლდნენ  საკრებულოში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის მოტივით და ითხოვეს  გათავისუფლების კანონიერების საკითხის შესწავლა.    საიამ შეისწავლა ზემოაღნიშნულ პირთა განცხადება, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, საკრებულოდან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია, რის საფუძველზეც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მითითებულ პირთა გათავისუფლება კანონდარღვევით მოხდა. ეს მოსაზრება შემდეგ გარემოებებს ემყარება: 

2013-11-07 03:02 სრულად ნახვა