საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის შესახებ პრესკონფერენცია გამართა. საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
2013-10-26 04:43 სრულად ნახვამოკლე მიმოხილვა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოში არჩევნების გზით პირველად შეიცვალა ხელისუფლება, რაც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. 2013 წლის წინასაარჩევნო პერიოდი მთლიანობაში დადებით შეფასებას იმსახურებს და 2012 წელთან შედარებით გაცილებით მშვიდ ვითარებაში, ნაკლები დარღვევების ფონზე წარიმართა. 2013 წლის დასაწყისში პარლამენტში შეიქმნა ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელმაც საარჩევნო კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შემუშავება მოახერხა. ძირითადად, ეს ცვლილებები პარტიების დაფინანსებას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და საარჩევნო სიების ფორმირებას შეეხებოდა. ცვლილებები არ შეეხო წინასაარჩევნო პერიოდში მედიის საქმიანობას, საარჩევნო სისტემას, საარჩევნო დავებს, კენჭისყრის პროცედურებს; ასევე, საარჩევნო სისტემასა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს.
2013-10-26 04:18 სრულად ნახვა2013 წლის 17 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს შესარჩევ კონკურსში, ფრაქცია „ქართული ოცნების“, "ქართული ოცნება აჭარისა" და "ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატების" მიერ წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცა. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და "ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარების" მიერ დასახელებულმა კანდიდატებმა კი ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღეს. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს დარჩენილი ორი წევრის ასარჩევად კონკურსი გაგრძელდება.
2013-10-24 09:02 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს 2013 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. სამთვიანი პერიოდის განმავლობაში წინასაარჩევნო პროცესებს საია თბილისსა და საქართველოს შვიდ რეგიონში: კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, აჭარასა და ოზურგეთში საიას მონიტორების დახმარებით ახორციელებდა.
2013-10-24 07:56 სრულად ნახვა2013 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის (JILEP) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.
2013-10-22 05:59 სრულად ნახვა2013 წლის 21 ოქტომბერს საიამ მორიგი კვლევის „საჯარო სამსახურებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესი“ პრეზენტაცია გამართა. ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენასთან დაკავშირებით კვლევაში წარმოდგენილია ინფორმაცია, როგორც საქრთველოში არსებული პრაქტიკის, ასევე საერთაშორისო გამოცდილების შესახებ. კვლევაში ინდივიდუალურად არის განხილული პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარალმენტის, მთავრობის კანცელარიის, საქართველოში არსებული ყველა სამინისტროს და სახელმწიფო მინისტრის აპარატების, ასევე თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ფოთისა და რუსთავის თვითმმართველობების მიერ 2011 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის ივლისის თვის ჩათვლით, როგორც შესყიდული ასევე უსასყიდლოდ და ჩუქების ფორმით მიღებული ავტოსანტრაპორტო საშუალებების შემთხვევები.
2013-10-21 06:29 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტმა 4 ოქტომბერს მესამე მოსმენით მიიღო „პოლიციის შესახებ“ ახალი კანონის პროექტი (აღნიშნული დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყნებულა). საია ჩართული იყო აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომებში ჩართულობის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობის გზით. დოკუმენტის განხილვისას საიას წარმომადგენლები აქტიურად აფიქსირებდნენ მოსაზრებებს სხვადახვა საკითხზე, მომზადებულ იქნა წერილობითი დასკვნა. საიას შენიშვნების ნაწილი პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში ასახულია, რაც მისასალმებელია. გათვალისწინებულ საკითხებს შორისაა:
2013-10-21 02:13 სრულად ნახვაჩვენ, ქვემოთ ხელმომწერ ორგანიზაციებს, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი საკითხის თაობაზე და ასევე, გამოვთქვათ შეშფოთება ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. 2011 წლის 28 აპრილს საქართველოს მთავრობასა და კომპანია “ტრანს ელექტრიკა ლიმითედს” შორის (სხვა მხარეებთან ერთად) დაიდო ხელშეკრულება ხუდონჰესის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ. ხელშეკრულებით, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ შეასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, მოიპოვებს პროექტის განსახორციელებლად აუცილებელ ნებართვებსა და ლიცენზიებს.
2013-10-17 07:38 სრულად ნახვა2012 წლის 24 სექტემბერს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოების წესს. დადგენილება აწესებს საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების ისეთ შეზღუდვებს როგორიცაა: - იმ შემთხვევაში თუ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი კამერით გადაადგილდება ან ტოვებს კენჭისყრის შენობას, კარგავს კენჭისყრის შენობაში განმეორებით შესვლისა და ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოების უფლებას.
2013-10-16 04:02 სრულად ნახვაკოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მზაობას გამოთქვამს წინასაარჩევნო პერიოდში ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მოსაზრებებისა და ინფორმაციის გაცვლას მართლმსაჯულების სფეროს აქტუალური საკითხების შესახებ.
2013-10-15 10:18 სრულად ნახვა