საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის შესახებ პრესკონფერენცია გამართა. საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საია თბილისისა და 8 რეგიონის 36 საარჩევნო ოლქში 400-ზე მეტი დამკვირვებლით დააკვირდება.
სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 220-ზე მეტ საარჩევნო უბანში. 36 ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები. საია დაკვირვებას ახორციელებს გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებში, უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში არსებულ უბნებსა და წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებში.
რეგიონებია:
1. აჭარა;
2. იმერეთი;
3. გურია;
4. სამეგრელო -ზემო სვანეთი;
5. შიდა ქართლი;
6. ქვემო ქართლი;
7. კახეთი;
8. მცხეთა-მთიანეთი.
ოლქებია:
თბილისის 10 ოლქი;
1. ბათუმი;
2. ქობულეთი;
3. ხელვაჩაური;
4. ქედა;
5. ქუთაისი;
6. წყალტუბო;
7. ბაღდათი;
8. სამტრედია;
9. თერჯოლა
10. ოზურგეთი;
11. ლანჩხუთი;
12. ჩოხატაური;
13. ფოთი;
14. გორი;
15. ქარელი;
16. კასპი;
17. ხაშური;
18. რუსთავი;
19. მარნეული;
20. ბოლნისი;
21. გარდაბანი;
22. თელავი;
23. საგარეჯო;
24. გურჯაანი;
25. დუშეთი.
26. მარტვილი
საია ასევე აკვირდება საზღვარგარეთ შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიებში. დაკვირვებას ვახორციელებთ 2 ქვეყანაში. ესენია:
1. დიდი ბრიტანეთი;
2. გერმანია;
აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს იმუშავებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით როგორც მოქალაქეებს, ასევე ჟურნალისტებს შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით.
ცხელი ხაზის ნომერია: 218-26-11
ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039.
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში ოთხ ბრიფინგს გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: ქობულეთის ქ. 34/36).
27 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს ბრიფინგები გაიმართება: 9:00 საათზე; 15:00 საათზე; 18:00 საათსა და 21:00 საათზე, ხოლო 28 ოქტომბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და ბრიფინგს გამართავს 12:00 საათზე.