კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მიესალმება ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების სფეროში რეფორმის გაგრძელების ინიციატივას და გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ითანამშრომლოს ხელისუფლების სამივე შტოსთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას დამოუკიდებელი, სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის შექმნა და განმტკიცება საქართველოში.
2013-09-28 04:32 სრულად ნახვასაზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის - თამაზ ტყემალაძის 2013 წლის 17 სექტემბრის ბრძანებით, ეკა კვესიტაძე გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან. გათავისუფლების საფუძვლად გადაცემა ,,აქცენტების“ დახურვა დასახელდა. ჟურნალისტს სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ხელშეკრულება 2013 წლის ბოლომდე ჰქონდა გაფორმებული. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლების თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს გათავისუფლების შესახებ წინასწარი გაფრთხილების შემცირებული ვადა და სამი კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული გათავისუფლების შესახებ.
2013-09-26 02:27 სრულად ნახვადღეს, 2013 წლის 24 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ანგარიშის - „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა, ბათუმის რეაბილიტაცია“ პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში ვრცლად არის მიმოხილული ბათუმის თვითმმართველობის მიერ 2009-2013 წლებში განხორციელებულ ბათუმის „ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამა. ცალკე არის წარმოდგენილი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ისეთი პროექტები, როგორიცაა ბათუმში ალფაბეტური კოშკისა და პიაცას მოედნის მშენებლობა. ასევე, ისტორიული ფორტის და ოპერის სახლის მშენებლობა ბათუმში. ანგარიშში სათანადო ადგილი ეთმობა ასევე ბათუმის „ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ 2009-2013 წლების პროგრამის განხორციელების დროს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2013-09-24 03:38 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ერთობლივ განცხადებას აკეთებენ ფირუზ წულუკიძისა და თემურ ბახუნტარიძის დაკავების დროს პოლიციის მიერ სავარაუდოდ არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და დაკავებამდე რელიგიური ნიშნით მათი უფლებების შეზღუდვის ფაქტების თაობაზე.
2013-09-23 03:56 სრულად ნახვასაიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა, 2013 წლის 20 სექტემბერს კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეო გადაღების შეზღუდვის შესახებ მოქმედი რეგულაციების განხილვასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის #42 დადგენილებით კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები. ამასთანავე, წარმოადგინეს, საიას მედიის სამართლებრივი ცენტრის მიერ ჩატარებული, ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგები.
2013-09-20 09:56 სრულად ნახვაერთი წლის წინ, 2012 წლის 18 სექტემბერს, მედიაში გავრცელდა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის კადრები, რამაც ნათლად წარმოაჩინა ადამიანის უფლებების დარღვევის სიმძიმე და მასშტაბები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. 18 სექტემბერს და შემდგომში გამოქვეყნებული კადრები ადასტურებდა არასათანადო მოპყრობის იმ პრაქტიკას, რომელზეც მანამდე საქართველოს სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად უთითებდნენ. თუმცა, აღნიშნული შეფასებების საპასუხოდ, შიდა კონტროლის მექანიზმების, საგამოძიებო და პროკურატურის ორგანოების ლოიალურობით, პოლიტიკური ნების არარსებობითა და უმოქმედობით დაუსჯელობის სინდრომისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკის წახალისება ხდებოდა.
2013-09-19 10:21 სრულად ნახვა2013 წლის 6 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი - გიორგი ბარათაშვილი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, მისთვის სამეურვეო საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადების საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გიორგი ბარათაშვილმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. მის ინტერესებს, უკვე მეორედ, საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავს.
2013-09-17 08:04 სრულად ნახვასაკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს. მოსწავლეებს პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებს. სწავლის მსურველებმა 16 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
2013-09-16 06:10 სრულად ნახვაშეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ: - იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს. მონაწილეობის პირობები : - შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს ო რ ი წევრისგან შემდგარ გუნდს; - გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა.
2013-09-16 06:06 სრულად ნახვასტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს სწავლებას ხუთი მიმართულებით: კურსი ” შესავალი სამართალში” (დამწყებ კურსელთათვის) სისხლის სამართალი; სამოქალაქო სამართალი; კონსტიტუციური სამართალი; საერთაშორისო სამართალი;
2013-09-16 06:05 სრულად ნახვა