სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 16 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურსებზე

2013-09-16 06:05
Featured image

სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს სწავლებას ხუთი მიმართულებით:

კურსი ” შესავალი სამართალში” (დამწყებ კურსელთათვის)

სისხლის სამართალი;
სამოქალაქო სამართალი;
კონსტიტუციური სამართალი;
საერთაშორისო სამართალი;
 
სასწავლო კურსებით დაინტერესებულმა პირებმა 16 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2 ფოტოსურათი (3/4);
დიპლომის ან სტუდბილეთის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან;
შეავსონ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ  შემუშავებული განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმას ჩამოტვირთავთ ვებგვერდიდან www.legaleducation.ge ან მიიღებთ საბუთების ჩაბარებისას);
 
კურსებზე მიღება ხდება წერითი გამოცდის საფუძველზე.
 
გამოცდების ფორმატი:
სამოქალაქო სამართლის ჯგუფი - ტესტირება (ოთხი სავარაუდო პასუხით) სამოქალაქო სამართალსა და კონსტიტუციურ სამართალში.
სისხლის სამართლის ჯგუფი - ტესტირება (ოთხი სავარაუდო პასუხით) სისხლის სამართალსა და კონსტიტუციურ სამართალში.
კონსტიტუციური სამართლის ჯგუფი - ტესტირება (ოთხი სავარაუდო პასუხით) ადმინისტრაციულ და კონსტიტუციურ სამართალში.
საერთაშორისო სამართლის ჯგუფი-ტესტირება ( ოთხი სავარაუდო პასუხით) ადამიანის უფლებებსა და კონსტიტუციურ სამართალში.
შესავლის ჯგუფში სწავლის მსურველებს მიეცემათ თემა , რომელშიც უნდა გამოავლინონ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი. ( ეს არ იქნება კონკრეტული სამართლებრივი საკითხების ირგვლივ).
 
საბუთების შემოტანის შემდეგ მსურველები ფონდის მიერ დამიშნულ დროს გაივლიან ტესტირებას.
სწავლა ფასიანია.
 
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
ქ.თბილისი, კახიძის ქ.#15
ტელ: 2936101 (შიდა 147ან 125); 2910883 (შიდა 147 ან 125)
საკონტაქტო პირი: მარი აბულაძე  ltic@gyla.ge
თამარ მეტრეველი metreveli@gyla.ge