კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ფორმატის გათვალისწინებით, საიამ პარლამენტს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. უპირველესად, ხაზს გავუსვამთ იმ გარემოებას, რომ წამოწყებული რეფორმა თავისი არსითა და მასშტაბით უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია. ადგილობრივი თვითმმართველობის ის სისტემა, რომელიც დღეისათვის მოქმედებს, არ არის საკმარისად გამართული, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაზე საკმარისად ორიენტირებული და არსებობს მისი ცვლილების საჭიროება. შესაბამისად, საია მხარს უჭერს წამოწყებულ რეფორმას.