2015 წლის 13 თებერვალს, საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის -“სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა” პრეზენტაცია გამართა.
2015-02-13 13:00 სრულად ნახვაროგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2014 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს.
2015-02-13 10:22 სრულად ნახვაკონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. საკონკურსო საგნის ტექნიკური მახასიათებლები: • ლოგო უნდა იყოს ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი; • უნდა ასახავდეს ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკას (ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.gyla.ge);; • მარტივად უნდა იყოს შესაძლებელი მისი განთავსება ორგანიზაციის ნებისმიერ პოლიგრაფიულ თუ ბრენდულ პროდუქციაზე (ბეჭდვითი მასალა, ბანერი, სავიზიტო ბარათი, სატიტულო ბლანკი, ვებ-გვერდი, კალამი, მაისური და ა.შ.); • უნდა იყოს პოზიტიური და ვიზუალურად მიმზიდველი; • არ უნდა იწვევდეს სხვა ლოგოსთან (ან ლოგოებთან) მსგავსების ასოციაციას.
2015-02-10 17:42 სრულად ნახვასაიას დახმარებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სასარგებლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპეციალური სამედიცინო მომვლელის მომსახურების ხარჯის და სარჩოს გადახდა დაეკისრა საია სასამართლოში იცავდა ი. გ-ს ინტერესებს. მან სკოლის გამოსაშვებ საღამოზე ავტოავარიის შედეგად მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება და სხვადასხვა დროს ჩაუტარდა სხვადასხვა სახის არაერთი ოპერაცია. დღეისათვის მას სისტემატურად სჭირდება სამედიცინო მომვლელი. 2011 წელს ი.გ.-მა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამედიცინო მომვლელისა და ყოველთვიური სარჩოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის დაკისრება. საიას მოსაზრებით სამინისტრო იყო პასუხისმგებელი საბოლოო ჯამში იმ პერიოდისათვის სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე.
2015-02-09 11:00 სრულად ნახვაკანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით: განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან მონათესავე დისციპლინაში; • პროფესიული კვალიფიკაცია - CPA/ACCA/CFA/ და/ან MBA; • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი); • ფინანსურ მენეჯერად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; • უცხოურ დონორებთან და საგრანტო პროექტზებზე მუშაობის გამოცდილება; • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა.
2015-02-05 11:16 სრულად ნახვასაქმემან შენმან წარმოგაჩინოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში პირველად 10 წლის წინ მივედი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი. მაშინ საია იყო თითქმის ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც ახალგაზრდა, დამწყებ იურისტს შეეძლო ესარგებლა პროფესიული ბიბლიოთეკით, მოესმინა ჯანსაღი დებატები სამართლებრივ საკითხებზე და მიეღო განათლება ისეთი ცნებების შესახებ, რაც ლამის ყოველდღიურად გვესმის დღეს, მაგრამ მაშინ იმდენად უცხო იყო, რომ უხეშადაც კი ხვდებოდა ყურს - დემოკრატიული მმართველობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება...
2015-02-04 19:51 სრულად ნახვაბოლო დროს აქტუალური გახდა „პანორამა თბილისის“ პროექტი, რომლის განხორციელებაც ქალაქის ისტორიულ ნაწილში - სოლოლაკის ქედზე, თავისუფლების და ერეკლეს მოედნების ტერიტორიაზე იგეგმება. მიუხედავად არაერთი სატელევიზიო ეთერის, სიუჟეტისა, თუ შეხვედრა-დისკუსიისა, თემისადმი კვლავაც დიდია საზოგადოების ინტერესი. აღნიშნული პროექტისადმი უაღრესად დიდი ინტერესის ერთ-ერთ დამადასტურებელ გარემოებად ისიც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ „პანორამა თბილისის“ პროექტისადმი მომზადებულ პეტიციას 16 ორგანიზაცია და 3900-ზე მეტი ადამიანი შეურთდა. ხელმომწერთა რაოდენება კვლავაც იზრდება.
2015-02-04 18:18 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში გეგმავს მეორე მოსმენით განიხილოს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის ავტორია უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფი, ხოლო ინიციატორი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი. აღნიშნულმა კანონმა უნდა ჩაანაცვლოს დაახლოებით 20 წლის წინ, 1996 წელს მიღებული მისი წინამორბედი საკანონმდებლო აქტი. კანონპროექტის წარმოდგენილი ვერსია ძირითადად იმეორებს მოქმედ კანონში არსებულ დებულებებსა და სტრუქტურას, არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გააჩნია არაერთი ხარვეზი, რომლის დახვეწის გარეშეც მისი მიღება გაუმართლებლად მიგვაჩნია.
2015-02-04 14:33 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების ატესტაციებისა და კონკურსების მიმდინარე გასაუბრების ეტაპის დაკვირდება განახორციელა. 2014 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საია მისი წარმომადგენლების მეშვეობით ცხრა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წარმართულ გასაუბრების ეტაპს დააკვირდა.
2015-02-02 10:18 სრულად ნახვასაია გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ტენდერში საკანცელარიო ნივთების შეძენაზე დამატებიტი ინფორმაცია იხილეთ დანართში
2015-01-30 16:56 სრულად ნახვა