სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა პროექტის -“სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა” პრეზენტაცია გამართა

2015-02-13 13:00
Featured image
2015 წლის 13 თებერვალს, საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში  პროექტის -“სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა”  პრეზენტაცია გამართა.
 
ფონდის პარტნიორები პროექტის განხორციელებაში არიან მასწავლებლის სახლი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის  სამართლის კლინიკა. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.
 
პროექტის მთავარი მიზანია სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა და მათთვის სამართლებრივი განათლების მიწოდება ინტენსიური ტრენინგების გზით, პროექტის ფარგლებში შეიქმნება პროფესიული დახელოვნების ერთგვარი პლატფორმა და შერჩეულ სკოლებში პრაქტიკული სამართლის გაკვეთილების იმპლემენტაცია მოხდება.
 
პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოში საფუძველი ჩაეყრება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გრძელვადიანი მომზადების სისტემურ პროგრამას, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოცემული დისციპლინის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, აღნიშნული კი სკოლაში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გააუმჯობესებს.
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
 
საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი, 2005 წლიდან აქტიურად მუშაობს როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ასევე სტუდენტებსა და ინტერესთა სხვადასხვა ჯგუფებთან სრულფასოვანი სამართლებრივი და სამოქალაქო განათლების მისაცემად.