მედიაში გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 13 დეკემბერს, კომპანია - “RMG-Gold”-მა საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. სამუშაოების განახლების საფუძვლად კომპანიამ, 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის #03/226 და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის #2/271 ბრძანებები მიუთითა. კომპანიის მხრიდან სამინისტროს და სააგენტოს გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულებამ პრაქტიკულად ეჭვის ქვეშ დააყენა მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა.
2014-12-15 09:00 სრულად ნახვა2014 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მოკლედ შეაფასა გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა და აღნიშნული მიმართულებით ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა.
2014-12-10 11:09 სრულად ნახვამიმდინარე წელს წარმატებული ნაბიჯები იქნა გადადგმული ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონის შექმნის მიზნით. ასევე, დამტკიცდა - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის პრაქტიკაში ეფექტურმა რეალიზებამ მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი მმართველობის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის სტანდარტების ამაღლებას. თუმცა, წარმატებების პარალელურად კვლავაც რჩება არაერთი გამოწვევა, რომელსაც სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს ხელისფლებამ.
2014-12-09 11:35 სრულად ნახვამოძალადეებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება აეკრძალათ 1. საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატის დახმარებით 2014 წლის 6 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლის, ა.ღ-ს სასარგებლოდ დამცავი ორდერი გამოსცა. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება, საცხოვრებელ სახლთან მიახლოვება და სატელეფონო კონტაქტი. დამცავი ორდერი გამოცემულ იქნა 6 (ექვსი) თვის ვადით.
2014-12-08 17:30 სრულად ნახვა2014 წლის, 8 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა კვლევის პრეზენტაცია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის“ შესახებ. წარმოდგენილ კვლევაში გაანალიზებულია რამდენად ეფექტური იყო და არის სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების მიმართულებით. ასევე მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა გატარება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსწორებას.
2014-12-08 14:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალს უკრაინიდან დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქე გიორგი ბერიძე, რომელიც მისი განცხადებით, აჭარის შსს სამმართველოს მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებით იძულებით იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ.
2014-12-08 10:36 სრულად ნახვა2014 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების” პროექტის (JILEP) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.
2014-12-04 12:00 სრულად ნახვა2014 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რიგით XXI საერთო კრება გამართა.
2014-11-30 14:43 სრულად ნახვა2014 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სახმელეთო ჯარების ყოფილი მოსამსახურის, გიგა ბარათაშვილის სახელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. გასაჩივრებულია თავდაცვის მინისტრის #583 ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივ გადაადგილებას (კადრების განკარგულებაში გადაყვანას) ისე, რომ მოსამსახურეს არ განემარტება ამგვარი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი.
2014-11-26 12:57 სრულად ნახვა2014 წლის 25 ნოემბერს საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა პარტნიორ ორგანიოზაციებთან ერთად საქართველოს უმაღლესი იურიდიული განათლების ხარისხის კვლევის პრეზენტაცია გამართა.
2014-11-25 15:04 სრულად ნახვა