2014 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სახმელეთო ჯარების ყოფილი მოსამსახურის, გიგა ბარათაშვილის სახელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. გასაჩივრებულია თავდაცვის მინისტრის #583 ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივ გადაადგილებას (კადრების განკარგულებაში გადაყვანას) ისე, რომ მოსამსახურეს არ განემარტება ამგვარი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი. სამხედრო მოსამსახურე კადრების განკარგულებაში იმყოფება ოთხი თვის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ, თუ არ მოხდება სახმელეთო ჯარების მოსამსახურის სხვა თანამდებობაზე დანიშვნა, ხდება მისი გათავისუფლება სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობიდან.