სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ: ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტით აგვისტოში მიღებული დებულებები უარესობისკენ იცვლება

საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საკანონმდებლო წინადადებაზე დაყრდნობით, მიიღო ფარული მოსმენების მარეგულირებელი საკანონმდებლო პაკეტი.

2014-11-24 14:22 სრულად ნახვა

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში - სამი კვლევის პრეზენტაცია

2014 წლის, 24 ნოემბერს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA)  პროექტის „საჯარო დაწესებულებების პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულების შესრულების პრაქტიკის გაუმჯობესების“ ფარგლებში მომზადებული სამი კვლევის პრეზენტაცია გამართა.

2014-11-24 10:00 სრულად ნახვა

კამპანია ,,ეს შენ გეხებას'' პასუხი პრემიერს

კამპანიაში „ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ“ გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ მიმდინარე წლის 20 ნოემბერს კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით  წარმოთქმულ ბრალდებებს. 

2014-11-21 14:08 სრულად ნახვა

,,კაბელების საქმე'' და საიდუმლო შესყიდვები წესის გარეშე

გასული თვის 28-ში საზოგადოებამ პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავავების შესახებ გაიგო. ე.წ. „კაბელების“ საქმე სხვა საინტერესო დეტალების პარალელურად  იმითაც იყო გამორჩეული, რომ საქმე გვქონდა შესყიდვასთან, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა. თუმცა, ამჯერად მინდა შევეხო  არა მთლიანად სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ მის ერთ ელემენტს. კერძოდ, შესყიდვას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების საფუძველზე ხორციელდება. 

2014-11-21 11:03 სრულად ნახვა

„ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“: ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ფარულ მიყურადებებზე პირდაპირი წვდომის საკითხთან დაკავშირებით

კამპანიაში „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგაშოდ მიიჩნევენ საქართველოს პარლამენტის  დამოკიდებულებას ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომის საკითხის გადაწყვეტის მიმართ.

2014-11-18 11:47 სრულად ნახვა

საია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ ორგანოებს გაუგზავნის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არაერთხელ გამოეხმაურა  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მოხელეების გათავისუფლებების საკითხს. გამოითქვა მოსაზრებები, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში მიმდინარე ატესტაციის პროცესში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამშრომლების/კანდიდატების განსხვავებას და დისკრიმინაციული საფუძვლით გადაწყვეტილების მიღებას.

2014-11-18 10:22 სრულად ნახვა

კონკურსი ვიდეორგოლების მომზადებაზე

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/საია და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი/CIPDD აცხადებს კონკურსს შემდეგი თემატიკის ვიდეო რგოლების მომზადებაზე:

2014-11-17 12:24 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2015-2019 წლის სტრატეგია (პროექტი)

 წარმოგიდგენთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  2015-2019 წლის სტრატეგიას (პროექტს), რომელიც უნდა დამტკიცდეს 2014 წლის 30 ნოემბრის საიას წვერთა საერთო კრების მიერ. 

2014-11-16 22:21 სრულად ნახვა

საია ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ 20 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველო“-ს ულოცავს დაფუძნების 20 წლის იუბილეს. დასაფასებელია ის უმნიშვნელოვანესი წვლილი, რაც ფონდმა დაფუძნების დროიდან დღემდე შეიტანა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად, ადამიანის უფლებების დასაცავად, კანონის უზენაესობის პრინციპის და ლიბერალური ღირებულებების დასამკვიდრებლად ფონდის მიერ დაფინანსებული თუ უშუალოდ განხორციელებული არაერთი პროექტი არის ფონდის წარმატებული საქმიანობის უტყუარი დასტური.

2014-11-15 17:59 სრულად ნახვა

საიას წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას გამართა. ანგარიში მოიცავს 2014 წლის 1 აპრილიდან 22 ივლისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. 

2014-11-12 11:00 სრულად ნახვა