2014 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რიგით XXI საერთო კრება გამართა. საერთო კრებაზე საიას თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა წევრებს 2014 წლის ანგარიში წარუდგინეს. ღონისძიებაზე ხმათა უმრავლესობით ორგანიზაციის 2015 -2019 წლების სტრატეგია დამტკიცდა, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს. საერთო კრებაზე ტრადიციულად გამგეობის ახალი წევრების არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრის შედეგად 21-კაციანი გამგეობა შვიდი წევრით განახლდა:
1. ანა ნაცვლიშვილი;
2. ქეთევან კრაწაშვილი;
3. ეკატერინე ფოფხაძე;
4. ნინო სუქნიძე;
5. ბესარიონ აბაშიძე;
6. თამარ რევაზიშვილი;
7. ლევან მოსახლიშვილი;