შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალაუფლების ჭარბი კონცენტრაცია ყოველთვის იყო კრიტიკის საგანი. სამინისტროს საფუძვლიანი რეფორმა და დეპოლიტიზაცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა. 2015 წლის დასაწყისში პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს რეფორმის დაწყება დაანონსა. რეფორმის ფარგლებში მთავრობამ ახალი კანონის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ პროექტი მოამზადა, რომელიც 50-მდე სხვა კანონში ითვალისწინებდა ცვლილებებს.
2015-07-13 12:52 სრულად ნახვაშეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით. კერძოდ, 4 ივლისს, ტელეჟურნალისტებთან საუბრისას, მინისტრმა უარყო სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში მოყვანილი ფაქტები ქალ მსჯავრდებულთა სრული შემოწმების ფორმით გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების თაობაზე და იქვე შენიშნა, რომ „ბატონი უჩა გვაოცებს ხოლმე თავისი ნოვაციური აღმოჩენებით“.
2015-07-10 13:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის პროექტთან“ დაკავშირებით წერილობითი მოსაზრებები საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინა.
2015-07-09 17:48 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და თანმდევი ცვლილებების შესახებ მოსაზრებები საქართველოს პარლამენტსა და კანონპროექტის ავტორს - საქართველოს რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგინა.
2015-07-09 16:44 სრულად ნახვასაიამ საქართველოს პარლამენტს საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში’’ და თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა.
2015-07-09 14:44 სრულად ნახვა2015 წლის 9 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა მრგვალი მაგიდა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის შეფასებასთან დაკავშირებით.
2015-07-09 14:11 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების გამო და ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი, ობიეტური და ყოველმხრივი გამოძიებისაკენ მოუწოდებს.
2015-07-08 16:52 სრულად ნახვასაიას დახმარებით ექვსმა პირმა შპს კაზინო ,,აჭარას“ შრომითი დავა მოუგო საიას თბილისის ოფისი იცავდა ექვს პირს, რომელთაც შპს კაზინო ,,აჭარამ“ დაუსაბუთებლად შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულებები. სასამართლოს გადაწყვეტილებით მათი სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ იქნა ცნობილი და შპს კაზინო ,,აჭარას“ მათ სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა. საკომპენსაციო თანხამ ჯამში 68 120 ლარი შეადგინა.
2015-07-08 16:51 სრულად ნახვა2015 წლის 6 ივლისს, ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში, საიამ შემდეგი კვლევების პრეზენტაცია გამართა: • სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოში; • საჯარო-კერძო პარტნიორობა (საქართველოში არსებული ტენდენციები).
2015-07-06 13:00 სრულად ნახვა2015 წლის 6 ივლისს სამოქალაქო ცნობიერებისა და საარჩევნო კულტურის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ,,საარჩევნო განვითარების სკოლა 2015’’-ის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
2015-07-06 12:00 სრულად ნახვა