8 სექტემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ მასზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ განაცხადა.საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქშოუს „პირველი სტუდიის“ ავტორმა და წამყვანმა მასზე და მის მეუღლეზე, ოპოზიციური პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერ, ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საჯაროდ დაადასტურა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაციასაზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემის „პირველი სტუდიის“ დახურვასთან დაკავშირებით. 4 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა, ბასა ჯანიკაშვილმა განაცხადა, რომ ეკა მიშველაძეს ალექსი პეტრიაშვილზე დაქორწინების გამო ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ საკითხზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
2015-09-09 17:20 სრულად ნახვაშეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ: – იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს. მონაწილეობის პირობები : - შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს ორი წევრისგან შემდგარ გუნდს; - გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა.
2015-09-09 15:54 სრულად ნახვასაკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს. მოსწავლეებს პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებს. სწავლის მსურველებმა 14 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები
2015-09-09 15:44 სრულად ნახვასტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს სწავლებას ხუთი მიმართულებით: კურსი ” შესავალი სამართალში” (დამწყებ კურსელთათვის) სისხლის სამართალი; სამოქალაქო სამართალი; კონსტიტუციური სამართალი; საერთაშორისო სამართალი; სასწავლო კურსებით დაინტერესებულმა პირებმა 14 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
2015-09-09 15:23 სრულად ნახვავეხმაურებით ხულოს საკრებულოსოფიციალურ ვებ-გვერდზეგამოქვეყნებულ დოკუმენტს – “ხულოსმუნიციპალიტეტის საკრებულოს“ქართული ოცნება – დემოკრატიულისაქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარისანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ”,რომელიც სიძულვილის ენას დაარმენოფობიული ხასიათისგამონათქვამებს შეიცავს. კერძოდ, ანგარიშში სომეხი ეროვნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხეილსააკაშვილის მიმართ ნეგატიურ კონეტქსტშია მოხსენიებული:
2015-09-08 11:29 სრულად ნახვა2015 წლის 31 აგვისტოს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიცია არ აპირებს საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებას და მხოლოდ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ზომების გათანაბრებას მოახდენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროპის საბჭოს 2002 წლის კარგი პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად. ასევე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის შემოღებულ იქნება 50%-იანი ბარიერი.
2015-09-03 12:39 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკიდურესად უარყოფითად აფასებს ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია „იმედის“ მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტის დროებითი შეჩერების შესახებ, რასაც შედეგად ორი მაღალრეიტინგული პოლიტიკური თოქ-შოუს - ინგა გრიგოლიას ,,რექაცია“ და ,,იმედის კვირა“ - დახურვა მოჰყვა.
2015-09-01 12:00 სრულად ნახვა2015 წლის ივლისში, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ იქნა კანონის პროექტი მოწმეთა დაკითხვის წესის რეფორმირების შესახებ. იგი ეფუძნება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილ სპეციალური ჯგუფის მოსაზრებებს.
2015-08-19 17:58 სრულად ნახვაკოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმაურება მიმდინარე წლის ივლისში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესს, რომელიც გამჭვირვალობისა და ღიაობის განსაკუთრებით დაბალი ხარისხით ხასიათდებოდა. კერძოდ, 20 ივლისს დაიწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა გასაუბრებები მოსამართლეობის კანდიდატებთან
2015-08-14 10:24 სრულად ნახვასაიას აჭარის ფილიალის დახმარებით მოქალაქემ უკანონოდ გათავისუფლების სანაცვლოდ ხელფასის კომპენსაცია მიიღო საიას აჭარის ფილიალის ადვოკატი დახმარებას უწევდა მოქალაქე ლ.კ-ს, რომელიც შპს „ქართული კვების კომპანიიდან“ გაათავისუფლეს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევის საფუძველზე. საიას დახმარებით ბენეფიციარმა დაადასტურა რომ მისი გათავისუფლება იყო უკანონო და მას არ დაურღვევია შრომითი ხელშეკრულბა. მის სასარგებლოდ მოპასუხე კომპანიას დაეკისრა ოთხი თვის ხელფასის ანაზღაურება 3600 ლარის ოდენობით.
2015-08-11 19:23 სრულად ნახვა