სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს საკონსტიტუციო სამართალში

2015-09-09 15:54
Featured image

 შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ:

– იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს.

მონაწილეობის პირობები :

- შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს ორი წევრისგან შემდგარ გუნდს;

- გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა.

შეჯიბრი ჩატარდება სიმულაციის ფორმით 2015 წლის დეკემბერში ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

განაცხადები მიიღება 2015 წლის 14 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილე გუნდმა ელექტრონულ მეილზე უნდა გამოაგზავნოს:

• ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა განაცხადი;

• შესაბამის კურსზე სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დასკანირებული);

• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დასკანირებული).

ან მატერიალური ფორმით წარმოადგინოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის/იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ოფისში ქვემოთ მითითებულ მისამართზე.საბუთები მიიღება 2015 წლის 14 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით – ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 18:00 საათის ჩათვლით.

განაცხადის ფორმა და შეჯიბრის წესები იხილეთ თანდართულ ფაილებში.

შეჯიბრის-წესები

განაცხადი

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისებში შემდეგ მისამართებზე:

თბილისის ოფისი:

ჯ. კახიძის ქ. # 15

ტელ: +995 32 2936101 / 2952353 (147,137)

საკონტაქტო პირი : მარიამ აბულაძე /ნინო ბაღაშვილი

ქუთაისის ფილიალი:

კოსტავას ქ.№11

ტელ: +995 431 241192

საკონტაქტო პირი: ხათუნა ტურაბელიძე

აჭარის ფილიალი:

ბათუმი, გორგასლის ქ. # 89

ტელ: +995 422 276668

საკონტაქტო პირი: ნინო ტავლალაშვილი