საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, კონკურსის პირველი ეტაპი - წერითი გამოცდა (კაზუსების ამოხსნა) ჩატარდება რამდენიმე ნაკადად. გთხოვთ, თანდართულ დოკუმენტში იხილოთ შესაბამისი გადანაწილებები.
2015-06-07 10:36 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება თბილისის საქალაქო სასამრთლოს 5 ივნისის განჩინებას თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების, ე.წ. “კაბელების” საქმესთან დაკავშირებით.
2015-06-07 10:31 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება თბილისის საქალაქო სასამრთლოს 5 ივნისის განჩინებას თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების, ე.წ. “კაბელების” საქმესთან დაკავშირებით. 2015 წლის 05 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და დაუშვებლად ცნო ბრალდების მხარის უმთავრესი მტკიცებულება - ექსპერტიზის დასკვნა.
2015-06-06 15:16 სრულად ნახვასაიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, კონკურსის პირველი ეტაპი - წერითი გამოცდა (კაზუსების ამოხსნა) ჩატარდება რამდენიმე ნაკადად. გთხოვთ, თანდართულ დოკუმენტში იხილოთ შესაბამისი გადანაწილებები.
2015-06-03 10:23 სრულად ნახვასაიას დამკვირვებლები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მიმდინარე შუალედურ არჩევნებს სენაკის #64 ოლქსა და ზუგდიდის #67 ოლქში აკვირდებიან. დამკვირვებლების სენაკი ოლქის 34-ე, 35-ე და ზუგდიდის #67 ოლქის 45-ე უბნებში არიან განთავსებულნი.
2015-05-31 20:55 სრულად ნახვამიუხედავად გარკვეული დარღვევებისა, 12 საათისათვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სამივე საარჩევნო უბანი აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით და დროულად იყო მზად ამომრჩევლის მისაღებად. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენელის ყოფნა უბანზე, ასევე კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, რაზედაც კომიასიამ მიიღო გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე.
2015-05-31 12:48 სრულად ნახვამინდა ვინმეს მაინც გადავცე ის, რაც ჩვენს გარშემო სინამდვილეში ხდება. ჩვენ კი არ გვესმის, არ ვხედავთ და არ გვინდა, რომ შევაჩეროთ. ეს არ გახლავთ, მხოლოდ ის სოფელი, სადაც ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობები არ არსებობს, სადაც მხოლოდ ,,ცალსახურავით’’ არის პატარა სახლი გადახურული და სავსეა ხმაურიანი, სასტიკი ისტორიით. სადაც მხოლოდ ერთი დაშლილი ტახტი და მოგონებებით გაჟღენთილი, სიძველისგან დაღლილი კარადები დგას...
2015-05-31 00:01 სრულად ნახვა2015 წლის 30 მაისს 8 არასამთავრობო ორგანიზაციისა და 14 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე ქვეყნის საარჩევნო სისტემის რეფორმების საკითხზე დოკუმენტი გააფორმეს. აღნიშნულ დოკუმენტში ასახულია ერთიანი ხედვა, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის, პროპორციული საარჩევნო სისტემით შეცვლას გულისხმობს.
2015-05-30 16:18 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015 - 2016 წწ. პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტზე სამეურვეო საბჭოს მოსაზრებები წარუდგინა .
2015-05-29 18:18 სრულად ნახვაკოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმაურება საქართველოს მთავრობის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოყოფას და მისგან გამომდინარე ცვლილებებს.
2015-05-28 18:00 სრულად ნახვა