საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და თანმდევი ცვლილებების შესახებ მოსაზრებები საქართველოს პარლამენტსა და კანონპროექტის ავტორს - საქართველოს რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგინა.
მოსაზრებები შეეხება ისეთ პრინციპულ საკითხებს როგორიცაა: მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მოპოვება, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო კრიტერიუმები, კანონპროექტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები და სხვა.
საიას დასკვნის თანახმად შემოთავაზებულია ორი მუხლის ახლებური ფორმულირება. საკითხი შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეჩერებას/შეწყვეტას, მის მიერ სასჯელის სახით პატიმრობის მოხდისას და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისათვის სტატუსის მინიჭების/გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ საიას დასკვნა.