საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. პრეზიდენტის აღნიშნული აქტი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს უკვე გადაეგზავნა, რომლითაც განისაზღვრა, რომ განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა.
2016-04-07 00:09 სრულად ნახვაკამპანია ,,ეს შენ გეხება“-ში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გმობენ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელების ფაქტებს და ამ კადრებით არა მხოლოდ კონკრეტული პირების, არამედ მთელი საზოგადოების დაშანტაშების მიზანმიმართულ მოქმედებებს. კამპანია სახელმწიფოს მოუწოდებს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად.
2016-04-04 20:36 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის „ფემიციდის საქმების განაჩენები - 2014“ პრეზენტაცია გამართა.
2016-04-04 14:19 სრულად ნახვაკოალიცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოლო პერიოდში უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობებზე რამდენიმე კანდიდატის წარდგენის პროცესს. მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტს ასარჩევად წარუდგინოს ნებისმიერი კანდიდატურა, რომელიც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. კანონმდებლობა კანდიდატების შერჩევის სპეციალურ პროცედურას არ იცნობს.
2016-04-01 17:21 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2015 წლის დეკემბერში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 65 საარჩევნო ოლქში 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურს აკვირდებოდა. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა შეგვეფასებინა, დაცული იყო თუ არა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების მიხედვით განსაზღვრული ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და საჯაროობის პრინციპები.[1] აგრეთვე, რამდენად იყო დაცული კონკურსში მონაწილე პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საიამ კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლა-ანალიზი, კენჭისყრის სხდომებზე დასწრება და არჩეული კომისიის წევრების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება განახოციელა.
2016-04-01 15:47 სრულად ნახვა2016 წლის 31 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა. პროექტი „ინფორმირებული მოქალაქეები საჯრო სამსახურში“ საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
2016-03-31 14:26 სრულად ნახვასაქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მოგმართავთ ამ წერილით, რათა ხელი შევუწყოთ და გავაძლიეროთ ევროპის სახალხო პარტიის მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი, ჩვენი ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე.
2016-03-31 13:38 სრულად ნახვასაიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, კონკურსის პირველი ეტაპი - წერითი გამოცდა (კაზუსების ამოხსნა) ჩატარდება რამდენიმე ნაკადად. გთხოვთ, თანდართულ დოკუმენტში იხილოთ შესაბამისი გადანაწილებები.
2016-03-28 19:24 სრულად ნახვაკამპანია “ეს შენ გეხება” ეხმაურება კოალიცია ქართული ოცნების წევრებისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების თამაზ მეჭიაურის და დავით ლორთქიფანიძის საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს. თამაზ მეჭიაურმა ფარული ჩანაწერების გავრცელების შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ,,თანამდებობის პირებმა, რომლებზეც მაკომპრომატირებელი ჩანაწერი არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ”, ხოლო დავით ლორთქიფანიძემ პირდაპირ ეთერში გადაცემის წამყვანს მიმართა არაეთიკური ფრაზით.
2016-03-25 18:42 სრულად ნახვაკოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ სურს, გამოეხმაუროს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ინიცირებულ ცვლილებათა პაკეტს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონსა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი შესწორებების შესახებ.
2016-03-24 14:10 სრულად ნახვა