2016 წლის აპრილში, საიას მიმართა TSpress-ის წარმომადგენელმა და მიუთითა ფოთის მერიის მიერ მედიის წარმომადგენლების საჯარო შეხვედრაზე არ დაშვების ფაქტზე. TSpress-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ აღნიშნული შეხვედრა ეხებოდა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს, რის გამოც რამდენიმე ოჯახს, ჭერიდან წვიმის დროს წყალი ჩაუვიდა. აღნიშნული ფაქტი შესაძლოა წარმოადგენდეს საქართველოს კანონმდებლობით დაცული სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას.
2016-04-24 18:19 სრულად ნახვამიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ბოლო დღეებში სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, რომელშიც ისინი მათი აქტიურობის ფონზე ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ.
2016-04-22 15:07 სრულად ნახვა2016 წლის 15 აპრილის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორების შუამდგომლობა თბილისის ფორუმის ერთ-ერთი მომხმარებლის, სულხან წულაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. 2016 წლის 20 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განჩინება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე ძალაში დატოვა.
2016-04-22 12:04 სრულად ნახვა2016 წლის 16 მარტს მოქალქე ეკატერინე მიშველაძე საიას ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. სადაც ეკატერინე მიშველაძემ პროკურატურას მიაწოდო ინფორმაცია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე.
2016-04-21 17:19 სრულად ნახვასასამართლო სისტემაში დღეს არსებული კრიზისი, არაჯანსაღი პროცესები და ხარვეზიანი კანონმდებლობა საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს იდეას საქართველოში და მართლმსაჯულების მაძიებელი პირის კონსტიტუციურ უფლებას, მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და კომპეტენტურმა მოსამართლემ.
2016-04-20 14:04 სრულად ნახვა2016 წლის 18 აპრილს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე იმ ბინას გადასცემენ, რომლის ფართიც 125 კვ.მ. შეადგენს და დღეისათვის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.
2016-04-18 18:43 სრულად ნახვა2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით კვლავ რჩება გარკვეული ხარვეზები და საკითხები, რაც თანაბარი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად უკეთ დარეგულირებას საჭიროებს.
2016-04-14 10:09 სრულად ნახვადღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა
2016-04-08 23:34 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტების თაობაზე. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გავაკეთოთ რამდენიმე განმარტება სექსუალური შევიწროვების თემის სამართლებრივ ასპექტებზე.
2016-04-08 12:40 სრულად ნახვახელმომწერ ორგანიზაციებს არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის არჩევანის პროპორციულად ასახვას საპარლამენტო მანდატებში და პარლამენტში პოლიტიკური ძალების სამართლიან წარმომადგენლობას. შესაბამისად, ამ პირობებში გამოწვევად რჩება ქვეყანაში კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემო.
2016-04-07 13:41 სრულად ნახვა