საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავს 2016 წლის 29 მაისს ქ. თბილისში მდებარე ვეგანურ კაფე „კივიში’’, კაფის თანამშრომლებისა და სტუმრების მიმართ განხორციელებულ სიძულვილით მოტივირებული ძალადობის შედეგად დაზარალებული 2 პირის ინტერესებს.
2016-06-01 10:47 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2016 წლის 31 მაისს, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, გამართა კონფერენცია: „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები - საქართველოში არსებული პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება“.
2016-05-31 15:28 სრულად ნახვამართლმსაჯულების რეფორმის “მესამე ტალღის” კანონპროექტების მესამე მოსმენით განხილვა საქართველოს პარლამენტში 25-27 მაისის სასესიო კვირაში იყო დაგეგმილი. თუმცა, როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონპროექტების განხილვა პარლამენტში კვლავ გადაიდო.
2016-05-31 15:07 სრულად ნახვა,,რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მონიტორინგის პროცესში საიამ შეისწავლა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული სხვადასხვა განჩინება, რომლითაც დასტურდება განმხილველი კოლეგიების ცვლილებები
2016-05-30 22:04 სრულად ნახვა2016 წლის 27 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევა პროექტის „მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ დონეზე საჯარო ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ ფარგლებში გამოიცა, რომელიც ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის გზით, საჭიროებებზე დაფუძნებული საბიუჯეტო პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
2016-05-27 16:30 სრულად ნახვამიმდინარე წლის 20 მაისს, კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ დაუკავშირდა ვენეციის კომისიის საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განყოფილების ხელმძღვანელი, ბატონი შნუც როდულფ დური და სთხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე მოსაზრების წარდგენა.
2016-05-25 17:31 სრულად ნახვახელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, 2016 წლის 17 მაისამდე და მის შემდეგ პერიოდში, ლგბტ თემის წევრებისა და აქტივისტების მიმართ ჰომოფობიური ძალადობის განმეორებად და მზარდ შემთხვევებს და მოვუწოდებთ სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ მიიღოს ეფექტური ზომები დანაშაულის პრევენციის, უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს უზრუნველსაყოფად.
2016-05-23 19:18 სრულად ნახვა2016 წლის 22 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის, ზუგდიდისა და გლდანის ოლქებში საკრებულოს შუალედურ არჩევნებს.
2016-05-23 02:37 სრულად ნახვა2016 წლის 22 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის, ზუგდიდისა და გლდანის ოლქებში საკრებულოს შუალედურ არჩევნებს.
2016-05-22 23:44 სრულად ნახვაზუგდიდის ოლქის 53-ე და 54-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილიდან მობილიზებული იყვნენ საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები და წარმომადგენლები (დაახლოებით 20 ადამიანი). დაახლოებით 13:30 საათისთვის 53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შელეპარაკება მოხდა მობილიზებულ პირებსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის. დაპირისპირებაში დაახლოებით რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიიღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალების წარმომადგენლებს.
2016-05-22 14:30 სრულად ნახვა