საიას დასკვნა მიემართება საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლის მიზანს ფემიციდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად აღიარება და ამ გზით გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების პრევენცია წარმოადგენს.
2016-05-17 11:45 სრულად ნახვა„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საბჭოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტს წარუდგენს, რომელიც უკავშირდება საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლის სამოქმედო გეგმაში ორგანიზაციის მიერ ინიცირებული ვალდებულებების შესრულებას. რეგლამენტის ცვლილებები განხილულია საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან და მათი რეკომენდაციები შემუშავების პროცესში არის გათვალისწინებული.
2016-05-17 10:50 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების, ე.წ. “კაბელების” საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და მიიჩნევს, რომ განაჩენი არის უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი.
2016-05-16 13:20 სრულად ნახვაკოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის განსაკუთრებულ აღშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებების გამო და მივიჩნევთ
2016-05-14 14:29 სრულად ნახვა2016 წლის 9 მაისს 12 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გაიმართა საიას და აუდიტორია 115-ის წევრების ერთობლივი პრესკონფერენცია, რომლის მონაწილეებმა საზოგადოებას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე. აუდიტორია 115-ის 7 წევრი მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მთელი რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. საია იცავს აუდიტორია 115-ის წვერების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში.
2016-05-09 13:14 სრულად ნახვასაია სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს.
2016-05-04 11:03 სრულად ნახვავეხმიანებით ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვაიბერ მიმოწერას, სადაც იგი და ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორი 18 დეკემბრის გადაცემა “პოლიტიკა”-ს გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მიმოწერა ავთენტურია, მიმოწერიდან ირკვევა, რომ ტელეარხის გენერალური დირექტორი ბატონი ბახტაძე, ჟურნალისტს გადაცემაში მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკრეტული წევრების მიწვევას სთხოვს. ესენი არიან: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი ტყავაძე. ასევე, მიმოწერიდან ირკვევა, რომ გადაცემის ორგანიზებაში ჩართულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბატონი ლევან მურუსიძე, რომელსაც ამ მიზნით კომუნიკაცია აქვს ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორთან, აწვდის მას კონკრეტული მოსამართლეების გვარებს, რომელთა გადაცემაში მიწვევაც არის მიზანშეწონილი.
2016-04-28 16:42 სრულად ნახვაროგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, შპს „ფინსერვისი XXI”-ს 2016 წლის 12 აპრილის მიმართვის საფუძველზე თბილისის ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განხორციელდა, რომლის საფუძველზეც კომპანიასა და ბოტანიკურ ბაღს შორის ტერიტორიების გაცვლა მოხდა.
2016-04-28 13:56 სრულად ნახვათბილისი - ნინო გვენეტაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და დევიდ სთოუნჰილმა, დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გახსნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია 2016 წლის 25 აპრილს.
2016-04-25 15:48 სრულად ნახვა2016 წლის აპრილში, საიას მიმართა TSpress-ის წარმომადგენელმა და მიუთითა ფოთის მერიის მიერ მედიის წარმომადგენლების საჯარო შეხვედრაზე არ დაშვების ფაქტზე. TSpress-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ აღნიშნული შეხვედრა ეხებოდა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს, რის გამოც რამდენიმე ოჯახს, ჭერიდან წვიმის დროს წყალი ჩაუვიდა. აღნიშნული ფაქტი შესაძლოა წარმოადგენდეს საქართველოს კანონმდებლობით დაცული სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას.
2016-04-24 18:19 სრულად ნახვა