სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდოდ კანონის დარღვევით მონაწილეობის ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა.

მიმდინარე წლის 9 ივნისს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუს“-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თევდორე კობახიძის ინიციატივით, „ვაკის სკოლების პედაგოგებს უფასო დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდებათ.“[1] აღნიშნული ფაქტის დეტალურად შესწავლის მიზნით,  განცხადებით მივმართეთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს[2] და გამოვითხოვეთ ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიების ინიციატივისა და ბიუჯეტის შესახებ.   [1] http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/383596-thedo-kobakhidzis-iniciativith-vakis-skolebis-pedagogebs-ufaso-diagnostikuri-kvlevebi-chautardebath.html?ar=A [2] დანართი №2

2016-07-07 10:05 სრულად ნახვა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოსამართლეთა კონკურსს აფასებს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმიანება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა 65 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს. 

2016-07-04 10:50 სრულად ნახვა

კოალიციის განცხადება სისხლის სამართლის პროცესში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე,“ რომლის ინიციატორია - საქართველოს მთავრობა.  კანონპროექტის მიზანია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფუნქციონირებისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და აღნიშნული ინსტიტუტის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

2016-06-24 21:44 სრულად ნახვა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება მაგდა პაპიძის საქმის სასამართლო განხილვას

კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიაჩნია, რომ მაგდა პაპიძის საქმის სასამართლო განხილვის პროცესში არაერთხელ დაირღვა ბრალდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. განსაკუთრებით უხეშად აღნიშნული უფლება დაარღვია პროკურატურამ. ასევე, საქმის სასამართლო განხილვა რიგი პროცესუალური დარღვევებით წარიმართა. ყოველივე აღნიშნული შესაძლოა უარყოფითად აისახოს საქმის სამართლიან სასამართლო განხილვაზე. 

2016-06-24 11:58 სრულად ნახვა

საია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეხმიანება

საქართველოს პარლამენტი დაჩქრებული წესით განიხილავს საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე,“ რომლის ინიციატორია - საქართველოს მთავრობა. კანონპროექტის მიზანს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფუნქციონირებისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და აღნიშნული ინსტიტუტის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს.

2016-06-22 13:12 სრულად ნახვა

საია წინასაარჩევნო მონიტორინგს იწყებს: მიმართვა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაფუძნების დღიდან აქტიურად არის ჩართული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ორგანოების არჩევნების მონიტორინგის პროცესში. საიას სადამკვირვებლო მისია მოიცავს როგორც წინასაარჩევნო პროცესების, ისე არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პროცედურების მონიტორინგს.

2016-06-21 19:50 სრულად ნახვა

საია სისხლის სამართლის კოდექსში არჩევნებთან დაკავშირებული ახალი მუხლის დამატებას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ და სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტი. ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სპეციალური მუხლი არჩევნებთან მიმართებით, ასევე იცვლება საარჩევნო უბანზე (მიმდებარე ტერიტორიაზე) სამართალდამცავი უწყებების გამოძახებისა და ყოფნის კუთხით მოქმედი რეგულაციები. 

2016-06-20 13:40 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ ტელეკომპანია ,,მაესტროს“ უარს სოციალური რეკლამის განთავსებაზე

ხელმომწერი ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ ტელეკომპანია „მაესტროს“ უარს, ეთერში განათავსოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული  სოციალური რეკლამა, რომელიც  ადრეულ ასაკში ქორწინების უარყოფითი მხარეების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 

2016-06-17 15:46 სრულად ნახვა

საიას კვლევის პრეზენტაცია

2016 წლის 14 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია)  კვლევის პრეზენტაცია: „სატელევიზიო რეიტინგების გამზომველი კომპანიების საგადასახადო კონტროლი: საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო და საერთაშორისო სტანდარტები“ გამართა. 

2016-06-14 15:33 სრულად ნახვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა სასტიკად გმობს აფხაზეთის ე. წ. ადმინისტრაციულ საზღვართან გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტს და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა სასტიკად გმობს  ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტს.  

2016-06-14 13:42 სრულად ნახვა