საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.
2016-10-30 21:40 სრულად ნახვა18:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.
2016-10-30 18:39 სრულად ნახვადღის 14:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.
2016-10-30 14:31 სრულად ნახვადილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით.
2016-10-30 10:27 სრულად ნახვასაიას მონიტორებისათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისსა და რეგიონებში საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, სკოლების პედაგოგებსა და საჯარო მოხელეებს მიცემული აქვთ მითითება, რომ ხვალ კენჭისყრის უბანში მისვლისას და მათ მიერ არჩევანის გაკეთებისას ბიულეტენში არჩევანი განსხვავებული ფორმით დააფიქსირონ. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტის ნომერი შემოხაზონ ოთხკუთხედი ფორმით და პარალელურად განახორციელონ მათ მიერ დაფიქსირებული არჩევანის ფოტო გადაღება.
2016-10-29 15:52 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
2016-10-29 14:49 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობს დაკვირვებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე.
2016-10-29 13:57 სრულად ნახვახელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ 27 ოქტომბერს ახალციხეში მომხდარი ინცინდეტის გამო
2016-10-29 13:06 სრულად ნახვაუკანასკნელი დღეების მანძილზე საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა სხვადასხვა სამუშაო ადგილზე, კერძოდ, მშენებლობებსა და ქვანახშირის მომპოვებელ საწარმოში სამი დასაქმებულის დაღუპვის ფაქტი[1], რაც ამ შემთხვევების ეფექტური გამოძიების საჭიროების გარდა, ცხადად აყენებს დღის წესრიგში შრომის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის დაუყოვნებლივი გადახედვის აუცილებლობას. [1] 7 ოქტომბერს, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, ვენტილაციის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, თემურ კაკაურიძე დაიღუპა; წყარო: http://liberali.ge/news/view/25231/meshakhteebma-7-oqtombers-shakhtashi-gardatsvlili-tanamshromeli-ipoves; 19 ოქტომბერს ჯიქიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში დაიღუპა 26 წლის მუშა თემურ გურგენაშვილი, ხოლო 20 ოქტომბერს ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე ასევე სამუშაო პროცესში დასაქმებული გარდაიცვალა ; წყარო: http://netgazeti.ge/news/149160/;
2016-10-24 15:02 სრულად ნახვადასრულდა უბნებზე ხმის მიცემის პროცესი. მიმდინარეობს ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი. ამ დროისათვის მარნეულის #48-ე, ზუგდიდის #38-ე, #108-ე და #79-ე უბნების გარე პერიმეტრზე ადგილი აქვს ამომრჩეველთა დიდი რაოდენობით მობილიზებას, რომელიც მშვიდობიან ხასიათს ატარებს. ადგილზე წარმოდგენილია პოლიციაც. მოვუწოდებთ პოლიტიკურ სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს დაელოდონ ხმების დათვლას და შედეგების შეჯამებას მშვიდ ვითარებაში.
2016-10-22 23:49 სრულად ნახვა