საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას.
2017-02-14 14:04 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2017 წლის 11 იანვარს მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა შემდეგი საჯარო ინფორმაცია:
2017-02-13 13:19 სრულად ნახვაბოლო დღეებში სხვადასხვა მედია საშუალებით აქტიურად განიხილება დევნილთა ყოველთვიური შემწეობის გაცემის არსებული სისტემის შეცვლის საკითხი. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები (სხვა ორგანიზაციებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ერთად) ვართ იმ სამუშაო ჯგუფის წევრები, რომელიც საჭიროებაზე მორგებული დახმარების მოდელებს განიხილავს.
2017-02-08 16:01 სრულად ნახვაპლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები ვეხმაურებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად მანანა კობახიძის დასახელებას, რომლის უახლოეს წარსულში გაკეთებული არაერთი განცხადება შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ელემენტებს შეიცავს
2017-02-07 18:13 სრულად ნახვაუახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ინიცირებულ ცვლილებებს განხილვას. მათი უმეტესი ნაწილი საერთაშორისო ვალდებულებებითაა ნაკისრი, რაც ამთავითვე მისასალმებელია. თუმცა, ვფიქრობთ, დამატებით დისკუსიასა და ანალიზს საჭიროებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის ცვლილება.
2017-02-07 15:40 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2017 წლის 3 თებერვალს, საქართველოს გაზის ტრანსპორტის კომპანიაში განცხადება წარადგენა და ქართულ მხარესა და კომპანია „გაზპრომს“ შორის გაფორმებული შეთანხმების (ხელშეკრულების) შესახებ შემდეგი ინფორმაციის გაცემა მოითხოვა:
2017-02-03 13:04 სრულად ნახვაკოალიციისთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა „რეალური სივრცის“ დახურვის შესახებ. ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა.
2017-02-03 12:18 სრულად ნახვასაიას განცხადების პასუხად, შსს–დან 2017 წლის 26 იანვარს მივიღეთ #206434 კორესპონდენცია, რომლის თანახმად სამინისტრომ განაცხადა: „შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ერთიან საინფორმაციო ბაზაში ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისი სახით დაცული არ არის, ხოლო არსებულის დამუშავება მოითხოვს დიდ რესურსს და დროს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე ცვლილებების ფონზე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს არ გააჩნია.“
2017-02-02 11:51 სრულად ნახვაროგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას არეგულირებს. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ რეალურ დროში პირადი ხასიათის ინფორმაციის მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის (მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის) შექმნა, ფლობა, ადმინისტრირება და ამ საშუალებების გამოყენებით პირადი ხასიათის ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა, ასევე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევის მომეტებულ საფრთხეს. სასამართლომ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად საქართველოს პარლამენტს ვადა 2017 წლის 31 მარტამდე განუსაზღვრა.
2017-01-31 12:56 სრულად ნახვასაქართველოს პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა პარლამენტს სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მას ხელმოსაწერად 2017 წლის 10 იანვარს გადაეგზავნა. კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიაჩნია, რომ ის შენიშვნები, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი ამახვილებს ყურადღებას, უმნიშვნელოვანესია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და რეფორმის სწორად წარმართვისთვის.
2017-01-31 12:10 სრულად ნახვა