საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა- ,,სამართალდარღვევად მიჩნეული პროტესტი“ , მიმოიხილავს 2015-2016 წლებში 38 პირის მიმართ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეებსა და დაკავების პრაქტიკას.
2017-03-09 13:13 სრულად ნახვა2017 წლის 8 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, გენდერული თანასწორიბის ქსელისა და ქალთა ფონდ საქართველოსთან ერთად, ქალთა თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის მიმოხილვა გენდერული თანასწორობის კუთხით.
2017-03-08 17:37 სრულად ნახვაოცდახუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რუსთავი 2ის საქმესთან დაკავშირებით მიმართა. ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ვინაიდან ეროვნულ დონეზე საქმის განხილვას თან ახლდა არააერთი გარემოება, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა სასამართლოს მიუკერძოებლობას ამ საქმეში, და ასევე მიანიშნებდა ხელისუფლების დაინტერესებაზე საქმის შედეგით, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილოს ტელეკომპანიის საჩივარი, ხოლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გამოიყენოს დროებითი შეჩერების მექანიზმი.
2017-03-05 18:29 სრულად ნახვასაქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისი, ქალაქ ოზურგეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს მიმართავს პეტიციით, რომლისმიზანი ქალაქში სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და დაცვაა.
2017-03-02 13:32 სრულად ნახვასაია დაიწყო პროექტი „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“, რომელიც გრძელდება 2016 ნოემბრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე.
2017-03-01 16:57 სრულად ნახვაახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ მაია რჩეულიშვილის მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხზე სასამართლომ ზედაპირულად იმსჯელა. მოსამართლეს გადაწყვეტილების დასასაბუთებლად კონკრეტული ფაქტები ან გარემოებები არ განუხილავს და არსებული საფრთხეების რელევანტურობაზე პოზიცია არ დაუფიქსირებია. მოსამართლემ მხოლოდ აღნიშნა, რომ ის მიზნები და დასაბუთება, რაც თავის დროზე გახდა პატიმრობის შეფარდების საფუძველი, ახლაც ძალაში იყო და არ არსებობდა ახალი არსებითი გარემოება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გამოიწვევდა.
2017-02-23 10:43 სრულად ნახვასაია პოზიტიურად აფასებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს და თვლის, რომ შემოთავაზებული ცვლილებები უდავოდ წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს პენიტენციური სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების თვალსაზრისით.
2017-02-21 11:07 სრულად ნახვადეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განზრახ მკვლელობის მომზადებისათვის არის დაკავებული, ამ დრომდე არ ეძლევა საკუთარი პოზიციის საზოგადოებისათვის გაცნობის შესაძლებლობა.
2017-02-17 12:12 სრულად ნახვასაია ჩართულია „საქართველოს ღია პარლამენტის“ საკონსულტაციო ჯგუფში, რომელიც ამჟამად საქართველოს ღია პარლამენტის ახალ სამოქმედო გეგმას ამუშავებს.
2017-02-16 11:14 სრულად ნახვა2016 წლის 13 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს ოფიციალურად წარუდგინა მოსაზრებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა ასახვა 2017-2018 წწ ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი იქნება.
2017-02-14 14:47 სრულად ნახვა