კვლევის პირველი ნაწილი, როგორც საბაზისო დოკუმენტი, მოიცავს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის აღწერას, ერთგვარ ჩარჩოს, რომელიც განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პოლიტიკურ უფლებებს
2017-04-05 13:34 სრულად ნახვა2017 წლის 1 აპრილს საქართველოს შსს პოლიციის აკადემიაში ოჯახში ძალადობის თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირის ფინალი გაიმართა.
2017-04-05 10:44 სრულად ნახვა2017 წლის 1 აპრილს, ფაბრიკაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გამართა ღონისძიება #წიგნებისაქართველოდან, რომლის მიზანი იყო წიგნის ბანკის შეგროვება, რათა შემდგომ შეგროვილი წიგნები გაეგზავნოს ემიგრანტებს და შეიქმნას წიგნის კუთხე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
2017-04-04 14:33 სრულად ნახვაკოალიცია ეხმიანება მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 84 ვაკანტურ თანამდებობაზე, მიმდინარე წლის 17 თებერვალს გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში უკვე მოხდა განაცხადების გადარჩევა და გასაუბრებაზე 105 კანდიდატის დაშვების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
2017-04-04 14:10 სრულად ნახვა#საიამ მონაწილეობა მიიღო დისკუსია - შეხვედრაში, რომელიც 31 მარტს IRI-ს ორგანიზებით გაიმართა თემაზე - „2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა.“ შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე შეთანხმება
2017-04-03 21:03 სრულად ნახვაკამპანია „ეს შენ გეხება“ საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს შესაძლებობას, ე.წ. ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.
2017-03-31 18:11 სრულად ნახვაეფექტიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა - 2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები“
2017-03-31 11:48 სრულად ნახვა2017 წლის 27 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა: „ოჯახში ძალადობა, ოჯახური დანაშაული და ქალთა მიმართ ძალადობა.“ ანგარიშში, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, საუბარია მამაკაცის მიერ ქალის ცემის, ფეხმძიმე ცოლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ბენზინის გამოყენებით ქალის დაწვის, სერიოზული ფსიქოლოგიური ძალადობის, მოკვლის მუქარისა და ოჯახის ფარგლებში ძალადობის განხორციელების სხვა შემთხვევებზე.
2017-03-27 12:36 სრულად ნახვაუკანასკნელ პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის სასამართლო განხილვის ხარისხმა, პროცედურულმა ხარვეზებმა და თითოეულ ეტაპზე გაჩენილმა კითხვებმა, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სისტემური პრობლემები, რაც მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს და რაზეც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად მიუთითებდნენ. ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის განხილვის ვერც ერთ ეტაპზე ვერ გაქარწყლდა ის კითხვები, რაც საქმის პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე არსებობდა, რამაცკიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად შეარყია საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემისადმი. კოალიციას მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აღიაროს ის სისტემური პრობლემები რაც სასამართლო სისტემაში არსებობს, რეალურად დაისახოს მიზნად სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და სასამართლოს ძირეული რეფორმა დაიწყოს.
2017-03-24 12:08 სრულად ნახვასაიამ, მოიპოვა დოკუმენტები რომელზე დაყრდნობითაც, 2017 წლის 20 თებერვალს, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი, საიას კვლევაში მოყვანილი ფაქტების უსამართლობაზე საუბრობდა. მოპოვებული დოკუმენტიდან, ერთი სოფიო ქათამაძესა და შპს „ფროფერთი მენეჯენტს“ შორის 2015 წლის 3 ივნისს გაფორმებული მემორანდუმია, მეორე „ფროფერთი მენეჯმენტის“ 2015 წლის 29 ივნისის წერილი, ხოლო მესამე საქართველოს ბანკის მიერ 2015 წლის 21 ოქტომბერს საჯარო რეესტრისათვის გაგზავნილი წერილი. გვსურს მოკლედ შევეხოთ თითოეულ დოკუმენტს.
2017-03-23 10:46 სრულად ნახვა