სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია ეხმიანება ევროსაბჭოს კომიტეტის გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის არდამტკიცების შესახებ

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ეხმიანება ევროპის საბჭოს შესაბამისი კომიტეტის მიერ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სამკაციანი სიის არდამტკიცების ფაქტს.

2017-01-30 10:45 სრულად ნახვა

ენერგეტიკის სამინისტრომ კანონი დაარღვია

როგორც საზოგადებისთვის ცნობილია, 2017 წლის 18 იანვარს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ოფიციალურად მიმართა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და შემდეგი ინფორმაციის გაცემა ითხოვა:

2017-01-26 10:13 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს განახორციელოს საპარლამენტო კონტროლი საჯარო დაწესებულებებში საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჭიროდ მიიჩნევს საზოგადოებას მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია საქართველოს პრემიერ მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის ინიციატივის მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რომელიც შეეხებოდა საბიუჯეტო სახსრების შემცირების მიზნით, საჯარო დაწესებულებებში მიმდინარე რეორგანიზაცის პროცესსა და საჯარო მოხელეთა სამსახურიდან შესაძლო განთავისუფლებას. საიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე გაავრცელა საჯარო განცხადება და ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები.

2017-01-23 10:49 სრულად ნახვა

საიას მოსაზრებები საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით მოსამზადებელ კანონპროექტთან დაკავშირებით

დღეს, 21 იანვარს, საიას თავმდჯომარე, ანა ნაცვლიშვილი,მონაწილეობს საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომაში

2017-01-21 11:19 სრულად ნახვა

საჯარო სამსახურიდან გათავისუფლება: ხშირად დასმული კითხვები

საქართველოს მთავრობის ინიციატივამ საბიუჯეტო სახსრების შემცირების თაობაზე საჯარო დაწესებულებებში შესაძლოა გამოიწვიოს რეორგანიზაციის საფუძველზე შტატების მასშტაბურად შემცირება. აღნიშნული საკითხის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია, გავავრცელოთ ორგანიზაციის მიმართ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები. 

2017-01-09 11:01 სრულად ნახვა

საია საბიუჯეტო სახსრების შემცირების თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება

გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პრემიერ მინისტრის  2016 წლის 9 დეკემბრის განცხადებას, რომელიც ეხება სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების 10%-ით შემცირებას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისისა და ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით. პრემიერ მინისტრის განმარტებით, „საბიუჯეტო სახსრების შემცირება პირველ რიგში შეეხება საჯარო დაწესებულებების ადმინისტრაციულ ხარჯებს, თუმცა ზოგიერთ ნაწილში შტატების ოპტიმიზაცია მაინც იქნება.“ 

2016-12-15 14:07 სრულად ნახვა

საია-ს თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას, გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომელთაც პირველ ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 9 ქულა. 

2016-12-10 21:13 სრულად ნახვა

საიას ახალი პროექტი - „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის - „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“ - პრეზენტაცია გამართა. 

2016-12-09 20:51 სრულად ნახვა

საიას კვლევა - „მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია სახელმწიფოს მილიონზე მეტი ვალით“

2016 წლის 9 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას კვლევის „მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია სახელმწიფოს მილიონზე მეტი ვალით“ შედეგები გააცნო.

2016-12-09 13:14 სრულად ნახვა

თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია

2016 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს. პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და შეგროვებული ფაქტობრივი ინფორმაციის ანალიზით,  საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა და იმ საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ხარვეზების, ასევე, დადებითი ტენდენციების იდენტიფიცირება, რომლებიც არსებობს მართლმსაჯულების სფეროში.

2016-12-08 14:51 სრულად ნახვა