დღის 14:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.
2016-10-08 14:34 სრულად ნახვადილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ დარღვევებს:
2016-10-08 11:02 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
2016-10-07 22:33 სრულად ნახვასამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" წინასაარჩევნო გარემოს საბოლოო შეფასება საზოგადოებას, არჩვენების მედია ცენტრში გააცნეს.
2016-10-07 14:45 სრულად ნახვა2016 წლის 13 სექტემბერს ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმოებაში არსებულ ორ საქმეზე განჩინება გამოიტანა, რომელიც ამავე სასამართლოს ვებ-გვერდზე 2016 წლის 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ მიღებული განჩინებებით მიღწეული მორიგების საფუძველზე განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა საჩივრები „აბაშიძე საქართველოს წინააღმდეგ“ [1] და „ხარაძე საქართველოს წინააღმდეგ“.[2] [1] http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-167523 [2] http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-167553
2016-10-06 19:47 სრულად ნახვა2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება პირველი მას შემდეგ, რაც, 2012 წელს, უკიდურესად დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდის ფონზე,[2] საქართველოს ისტორიაში პირველად ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა; ეს იქნება ასევე პირველი საპარლამენტო არჩევნები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. შესაბამისად, დიდია არჩევნების მიმართ ინტერესი და მისი მნიშვნელობა საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
2016-10-06 17:22 სრულად ნახვაკოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება სადისციპლინო კოლეგიის და სადისციპლინო პალატის მიერ 2016 წლის მაისსა და ივლისში მიღებულ გადაწყვეტილებებს მოსამართლე გიორგი სულაკაძის საქმეზე. კოალიცია ბოლო პერიოდის განმავლობაში ცდილობდა მოეპოვებინა დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის, გაეცნო და შეისწავლა გადაწყვეტილებები, რომელიც გამოქვეყნდა კოლეგიის ვებ-გვერდზე,. შესწავლის საფუძველზე კოალიციას მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებებით დადგენილი პრაქტიკა საფრთხის შემცველია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის.
2016-10-06 10:46 სრულად ნახვაროგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანხმად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია წინაასარჩევნოდ დებატები გამართოს. კერძოდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.
2016-10-05 16:10 სრულად ნახვაარჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ 4 ოქტომბერს, თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
2016-10-05 13:25 სრულად ნახვა1 ოქტომბერს სოფელ დიდინეძში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი საფრთხეს უქმნის თავისუფალ და მშვიდ წინასაარჩევნო გარემოს. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ფიზიკური დაპირისპირება იწვევს პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის ესკალაციას და არჩევნების დღისთვის ძალადობრივ ფონს აყალიბებს. ყველა მხარის პასუხისმგებლობაა არ დაუშვას სიტუაციის დამატებითი გამწვავება არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში.
2016-10-02 15:42 სრულად ნახვა