საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2016 წლის 8 ივლისს მედიისათვის კვლევის „ავტომობილით დედამიწის გარშემო“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და აღნიშნულ რეგიონში არსებული თვითმმართველობების მიერ (გარდა ყაზბეგისა) 2015 წლის განმავლობაში სამსახურებრივი მიზნებისათვის მოხმარებული საწვავის რაოდენობის შესახებ. კვლევის შედეგების თანახმად ცნობილი გახდა, რომ:
2016-07-08 15:49 სრულად ნახვამიმდინარე წლის 9 ივნისს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუს“-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თევდორე კობახიძის ინიციატივით, „ვაკის სკოლების პედაგოგებს უფასო დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდებათ.“[1] აღნიშნული ფაქტის დეტალურად შესწავლის მიზნით, განცხადებით მივმართეთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს[2] და გამოვითხოვეთ ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიების ინიციატივისა და ბიუჯეტის შესახებ. [1] http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/383596-thedo-kobakhidzis-iniciativith-vakis-skolebis-pedagogebs-ufaso-diagnostikuri-kvlevebi-chautardebath.html?ar=A [2] დანართი №2
2016-07-07 10:05 სრულად ნახვაკოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმიანება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა 65 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს.
2016-07-04 10:50 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე,“ რომლის ინიციატორია - საქართველოს მთავრობა. კანონპროექტის მიზანია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფუნქციონირებისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და აღნიშნული ინსტიტუტის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
2016-06-24 21:44 სრულად ნახვაკოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიაჩნია, რომ მაგდა პაპიძის საქმის სასამართლო განხილვის პროცესში არაერთხელ დაირღვა ბრალდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. განსაკუთრებით უხეშად აღნიშნული უფლება დაარღვია პროკურატურამ. ასევე, საქმის სასამართლო განხილვა რიგი პროცესუალური დარღვევებით წარიმართა. ყოველივე აღნიშნული შესაძლოა უარყოფითად აისახოს საქმის სამართლიან სასამართლო განხილვაზე.
2016-06-24 11:58 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტი დაჩქრებული წესით განიხილავს საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე,“ რომლის ინიციატორია - საქართველოს მთავრობა. კანონპროექტის მიზანს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფუნქციონირებისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და აღნიშნული ინსტიტუტის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს.
2016-06-22 13:12 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაფუძნების დღიდან აქტიურად არის ჩართული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ორგანოების არჩევნების მონიტორინგის პროცესში. საიას სადამკვირვებლო მისია მოიცავს როგორც წინასაარჩევნო პროცესების, ისე არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პროცედურების მონიტორინგს.
2016-06-21 19:50 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ და სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტი. ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სპეციალური მუხლი არჩევნებთან მიმართებით, ასევე იცვლება საარჩევნო უბანზე (მიმდებარე ტერიტორიაზე) სამართალდამცავი უწყებების გამოძახებისა და ყოფნის კუთხით მოქმედი რეგულაციები.
2016-06-20 13:40 სრულად ნახვახელმომწერი ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ ტელეკომპანია „მაესტროს“ უარს, ეთერში განათავსოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული სოციალური რეკლამა, რომელიც ადრეულ ასაკში ქორწინების უარყოფითი მხარეების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
2016-06-17 15:46 სრულად ნახვა2016 წლის 14 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) კვლევის პრეზენტაცია: „სატელევიზიო რეიტინგების გამზომველი კომპანიების საგადასახადო კონტროლი: საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო და საერთაშორისო სტანდარტები“ გამართა.
2016-06-14 15:33 სრულად ნახვა