სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას კვლევის პრეზენტაცია

2016-06-14 15:33
Featured image

2016 წლის 14 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია)  კვლევის პრეზენტაცია: „სატელევიზიო რეიტინგების გამზომველი კომპანიების საგადასახადო კონტროლი: საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო და საერთაშორისო სტანდარტები“ გამართა. 

კვლევაში მიმოხილულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს სატელევიზიო რეიტინგების გამზომველი კომპანიების საგადასახადო კონტროლს; კერძოდ, კვლევაში განხილულია, თუ რამდენად დასაშვებია სატელევიზიო რეიტინგის საზომი ტექნიკური საშუალებების - ე.წ. „ფიფლმეტრების“ განთავსების ადგილმდებარეობის (კონკრეტული ოჯახების) გამჟღავნება საგადასახადო კონტროლის მიზნით. ამასთანავე, კვლევაში განხილულია საერთაშორისო სტანდარტები, სხვადასხვა პრინციპები და გამოცდილებას ამავე სფეროში.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ არის მორგებული სატელევიზიო რეიტინგების გამზომველი კომპანიების სპეციფიკას და შესაბამისად, არ უზრუნველყოფს საკმარის გარანტიებს მათი საქმიანობის დამოუკიდებლობის დასაცავად. ამასთან, საერთაშორისო რეგულაციების კვლევამ აჩვენა, რომ მედიის პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ცალკეული მნიშვნელოვანი პრინციპების, შიდა რეგულაციებში განმტიკება.  

 

პროექტი ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. ანგარიშის მომზადება  შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.