სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი კანონის დარღვევით გაათავისუფლა

დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მამუკა ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ. საბჭომ საკუთარი გადაწყვეტილება დაუკავშირა სასამართლოში საქმის განაწილების საკითხზე მამუკა ახვლედიანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

2016-02-23 15:44 სრულად ნახვა

საიას განცხადება მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით

გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ინფორმაციას მაგდა პაპიძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ ანგარიშის შინაარსი, ტერმინოლოგია და ხასიათი, ისევე როგორც მასში მოყვანილი კონკრეტული მტკიცებულებების დეტალურად გამოქვეყნება, არსებითად ზღუდავს და აზარალებს ბრალდებულის უფლებრივ მდგომარეობას; აღნიშნულ ინფორმაციას შეუძლია ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს სისხლის სამართლის საქმის შემდგომ მიმდინარეობაზეც.

2016-02-19 20:23 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

გამოვხატავთ შეშფოთებას მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. 

2016-02-12 14:30 სრულად ნახვა

საია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს აფასებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2016 წლის 28 იანვარს გარდაბანში მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს დააკვირდა.[1]   [1] საია დააკვირდა როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე შემდგომ, საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საჩივრების განხილვას. რაც შეეხება წინასაარჩევნო პროცესებს, ორგანიზაციას ამ კუთხით მონიტორინგი არ განუხორციელებია.

2016-02-12 13:11 სრულად ნახვა

საიას კვლევა „საჯარო მოხელის შეფასების სისტემა - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2016 წლის 11 თებერვალს კვლევის - „საჯარო მოხელის შეფასების სისტემა - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო“ პრეზენტაცია გამართა.

2016-02-11 12:38 სრულად ნახვა

საია საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეხმაურება

საია-მ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა. 

2016-02-10 17:15 სრულად ნახვა

პროექტის „საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება“ შემაჯამებელი კონფერენცია

2016 წლის 10 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის  „საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება“ შემაჯამებელი კონფერენცია გამართა.

2016-02-10 11:23 სრულად ნახვა

საზოგადოებრივი ინიციატივა - შეაჩერე!

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის  

2016-02-08 14:12 სრულად ნახვა

კვლევის პრეზენტაცია იმუნიტეტი, როგორც ხელშეუხებლობის გარანტი?!

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ 2016 წლის 8 თებერვალს საზოგადოებას წარუდგინა კვლევა  - „იმუნიტეტი, როგორც ხელშეუხებლობის გარანტი“. 

2016-02-08 12:39 სრულად ნახვა

საიას საჩივრის საფუძველზე ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ ბავშვთა უფლებების დარღვევა დაადგინა

2016 წლის 2 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი “ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”.  

2016-02-04 12:04 სრულად ნახვა