საია იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია თავისუფალი მედია გარემოს განვითარება საქართველოში. პროექტის ფარგლებში საია სისტემურად შეისწავლის ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების საქმიანობაში ჩარევისა და ხელშეშლის ფაქტებს და შეაფასებს მათზე სახელმწიფოს რეაგირებას. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საია გაუწევს სამართლებრივ დახმარებას ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს.
2015-12-17 16:44 სრულად ნახვა2015 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ 2015 წლის 10 ივნისს წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას გენდერული კვოტირების შესახებ. წინადადება პარტიების მიერ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენილ პროპორციულ სიებში 50%-იან გენდერულ კვოტირებას გულისხმობდა, რაც ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფდა საქართველოს პარლამენტში და ქალთა გაზრდილ რაოდენობას საკრებულოებში.
2015-12-16 15:03 სრულად ნახვაროგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, ერთი წლის წინ, 2014 წლის 13 დეკემბერს, კომპანია “RMG-Gold”-მა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე საყდრისი-ყაჩაღიანის უძველს ოქროს მაღაროზე უკანონო აფეთქება განახორციელა.
2015-12-13 11:49 სრულად ნახვამედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 9 დეკემბერს, ღამის საათებში, ქალაქ დედოფლისწყაროში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
2015-12-13 00:01 სრულად ნახვა015 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევები დაფიქსირდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატივისცემის თვალსაზრისით. კონკრეტული საქმეებისა და ტენდენციების პარალელურად, რომლებიც უარყოფით შეფასებას იმსახურებს, პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ, მიუხედავად ამ მიმართულებით გადადგმული გარკვეული ნაბიჯებისა, ვერ იქნა მიღწეული უფლებების ეფექტური რეალიზაციისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინსტიტუტების - შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და სასამართლოს - პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, დამოუკიდებლობა და ეფექტურობა. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება არაფორმალური მმართველობის გავლენა და სეკულარიზმის პრინციპის არასათანადო პატივისცემა.
2015-12-10 14:59 სრულად ნახვაკოალიცია ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას. აღნიშნული განცხადებები გაჯერებულია ზედაპირული პოლიტიკური შეფასებებით, რასაც საერთო არ აქვს სასამართლო აქტების დასაბუთებულ სამართლებრივ კრიტიკასთან. ცალკეულ შემთხვევებში კი შესაძლოა მსგავსი განცხადებები სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობასაც წარმოადგენდეს, რაც განსაკუთრებით სახიფათოა სასამართლოში ამჟამად მიმდინარე და განხილვის მოლოდინში მყოფი საქმეების მიმართ.
2015-12-09 12:47 სრულად ნახვასაიას თბილისის ოფისი იცავდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირს. მის მიმართ საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2011 წელს დაიწყო დევნა ქ. თბილისის მერიისა და შესაბამისი სამსახურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მიერ საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე. ბ.მ-ს ბრალი წარედგინა რამოდენიმე მუხლის, მათ შორის ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ქრთამის მიცემის მცდელობის საფუძველზე.
2015-12-08 11:06 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტში ინიციირებულია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად, ითვალისწინებს ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების გათანაბრებას 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის.
2015-12-07 17:55 სრულად ნახვაროგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი საქართველოს საერთო სასამართლოებში არსებული 61 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
2015-12-07 15:00 სრულად ნახვაკოალიცია ეხმაურება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა შერჩევის კონკურსს, რომელიც მოსამართლის 61 ვაკანტურ თანამდებობაზეა გამოცხადებული.
2015-12-04 10:25 სრულად ნახვა