5 თებევრალს საიას თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა და რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარემ ია მამალაძემ ერთობლივ ბრიფინგს გამართეს.საქმე ეხება ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის მიერ გაზეთის „გურია ნიუსის“ ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის ფაქტებს.ბრიფინგზე საიამ წარმოადგინა აუდიო ჩანაწერი, სადაც ხუნდაძე ღიად ამბობს, რომ იმ ჟურნალისტს, რომელმაც მას აწყენინა „კაცურად გაუსწორდება“.
2009-02-04 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" დაკვნას აქვეყნებს.საია მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები რეალურად არ ცვლის ხელისუფლების შტოთა ბალანსს და არ ხდება პარლამენტის უფლებამოსილებების არათუ ”მნიშვნელოვანი”, არამედ მცირედი გაძლიერებაც კი.იხილეთ დასკვნა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
2009-01-24 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემასთან “დიდი ათეული” დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიამ შესაძლოა საზოგადოებისათვის არასასურველი განვითარება ჰპოვოს. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სწორედ საზოგადოებრვი მაუწყებლობის ხელმძღვანელ პირებს ეკისრებათ.დაპირისპირება გამოხატვის თავისუფლებასა და აღმსარებლობის თავისუფლებას შორის არ არის სიახლე. მთავარია, ეს დაპირისპირება კანონის ფარგლებში გადაწყდეს და მისი გადაჭრისას არ მოხდეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულების _ კანონის უზენაესობის უგულებელყოფა. ყველაზე სავალალო შედეგად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სწორედ კონკრეტული გადაწყვეტილების კანონის გვერდის ავლით მიღებას მიიჩნევს.
2009-01-20 20:00 სრულად ნახვასაზოგადოებრივი დისკუსია გამოიწვია ჟურნალის “ცხელი შოკოლადი” დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულმა სტატიამ “არშემდგარი დიალოგი”. განხილვის თემა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის მოადგილის, გია ჭანტურიას მიერ გამოხატული შეუწყნარებლობის გამომხატველი მოსაზრებები გახდა. გამოხატვის თავისუფლება ის უზენაესი ღირებულებაა, რომელიც თითოეულ ადამიანს აძლევს უფლებას გამოთქვას თავისი აზრი, თუნდაც სხვისთვის მიუღებელი. თუმცა, ევროპის საბჭომ ცალკე რეკომენდაცია შეიმუშავა “მედიისა და შემწყნარებლობის კულტურის განმტკიცების შესახებ”, რომელშიც ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებით მიესალმება “მედიის პროფესიონალთა ინიციატივებს, განამტკიცონ შემწყნარებლობის კულტურა, აღნიშნავს რა, რომ ეს უკანასკნელნი განსაკუთრებით ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებიან იმისათვის, რათა ხელი შეუწყონ ამ ინიციატივებს და უზრუნველყონ მათი ზოგადი აღიარება მედიის ყველა სექტორში.”
2009-01-12 20:00 სრულად ნახვა2004 წლიდან დღემდე მიმდინარეობს მუშაობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე რეფორმის კონცეფციის ფარგლებში, რომელშიც საია დასაწყისიდანვე აქტიურად იყო ჩართული. 2004 წლიდან დღემდე დოკუმენტმა არაერთი სახეცვლილება განიცადა. მასში გადმოვიდა მოქმედი სსს კოდექსის პრობლემატური საკითხები – შეიცვალა პირველი მოსმენის დროს პარლამენტის მიერ პრინციპულად გაზიარებული და დამტკიცებული დებულებები და გაჩნდა თვისობრივად ახალი რეგულირებები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართავს და თხოვს, არ დაუშვან კანონპროექტის არსებული რედაქციით მიღება. იხ. მიმართვა.
2008-12-25 20:00 სრულად ნახვა19 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა.ანგარიშის პრეზენტაციასთან ერთად, საიამ შეაფასება, თუ როგორ რეალიზდებოდა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლით აღიარებული ადამიანის უფლებები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ საქართველოში 2008 წელს გამართული რიგგარეშე საპრეზიდენტო, საპარლამენტო და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების მიმდინარეობისას.პრეზენტაციას ესწრებოდნენ ცესკო-ს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხვა წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საკითხის გარშემო გამართულ საინტერესო დისკუსიაში.ამ პრეზენტაციით საიას მიერ ორგანიზებული ადამიანის უფლებათა კვირეული დაიხურა.საიას საარჩევნო პროექტებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
2008-12-18 20:00 სრულად ნახვა18 დეკემბერს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ფინანსური მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, საქართველოსათვის პენიტენციალურ სისტემასთან დაკავშირებით გაწეული რეკომენდაციების შესრულების შედეგების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნა ანგარიში, რომელიც მოიცავს საქართველოში დღეს მოქმედი თითოეულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. ზემოაღნიშნული ანგარიშები მომზადებულია “პენიტენციალური სისტემის გამჭვირვალობა და პატიმართა უფლებების დაცვა” პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ეუთოს (OSCE) მისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიება საიას მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
2008-12-17 20:00 სრულად ნახვა17 დეკემბერს კაფე „ქარავანში“ საქართველოს ასალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის „არა! - ადამიანებით ტრეფიკინგს“ მესამე წლის შედეგების პრეზენტაცია და არასრულწლოვნების ტრეფიკინგის თემაზე დოკუმენტური ფილმის პრემიერა მოაწყო2005 წლის სექტემბერში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით დაიწყო პროექტი „არა! – ადამიანებით ტრეფიკინგს.
2008-12-16 20:00 სრულად ნახვაადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ეუთოს ფინანსური მხარდაჭერით 2008 წლის 13-14 დეკემბერს ზუგდიდში ჩატარდა ტრენინგი ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ.საიას ინფორმაციით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიღებიდან დღემდე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს არცერთი საქმე არ განუხილავს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. არც საიას სასამართლო გადაწყვეტილებების მონაცემთა ბაზაში (www.gyla.ge/foicourt) და არც ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ბაზაში (www.gyla.ge/foiadmin) ასეთი გადაწყვეტილებები არ გვხვდება. სწორედ ამიტომ, ტრენინგის მიზანი იყო ინფორმაციის თავისუფლების ინსტრუმენტის გამოყენების ხელშეწყობა ჟურნალისტურ საქმიანობაში.
2008-12-14 20:00 სრულად ნახვა12 დეკემბერს კაფე ქარავანში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დისკუსიის ფორმატში წარმოადგინა კონტროლის პალატის რეფორმასთან დაკავშირებული კონცეფცია.პრეზენტაციას საიას თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი, საქართველოს პარლამენტის იურიდიული და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრები, კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე ექსპერტები ესწრებოდნენ.
2008-12-11 20:00 სრულად ნახვა