10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ადამიანის უფლებები ის უზენაესი და წარუვალი ღირებულებებია, რომელთა განუხრელ დაცვასა და პატივისცემაზეა დამოკიდებული თითოეული ჩვენთაგანის უსაფრთხო, თავისუფალი, ღირსეული ცხოვრება და განვითარება. ამიტომაც, საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობითა და მთელი რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ მინიჭებული. კონსტიტუციის თანახმად, „ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.“
2013-12-10 04:00 სრულად ნახვასაქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს მსოფლიო კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, გვსურს მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრებები კორუფციის მხრივ ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ და სამომავლო რეფორმის პრიორიტეტების ხედვაც შემოგთავაზოთ.
2013-12-09 01:54 სრულად ნახვაროგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში და მნიშვნელოვნად იცვლება ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე არსებული რეგულაცია. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად კანონის მე-17 მუხლს ემატება მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც - განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას, ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა (გარდა ეროვნული კატეგორიის მქონე ან/და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისა) შესაძლებელია სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის წინაშე სამართლებრივი აქტის პროექტის ინიცირების უფლების მქონე უწყების წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
2013-12-03 06:01 სრულად ნახვასაიას იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მონაწილე კანდიდატების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით პირველი ეტაპი - კაზუსების ამოხსნა გაიმართება რამდენიმე ნაკადად.
2013-12-02 09:32 სრულად ნახვა2013 წლის 12 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განიხილებოდა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ლალი ლაზარაშვილის, განცხადება. იგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და პლენუმის წევრებს ადანაშაულებდა 2010 წელს მისი, როგორც მოსამართლის, დამოუკიდებლობის ხელყოფასა და თანამდებობის დატოვების იძულებაში, რაც გამოიხატებოდა: უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანაში, მის მიმართ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით არაერთხელ განხორციელებულ ზეწოლასა და სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას პირდაპირ ჩარევაში.
2013-12-02 03:18 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება გუშინ, 2013 წლის 28 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრის მიერ გაჟღერებულ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ამ ეტაპზე აღარ შეიქმნება. ჩვენთვის მიუღებელია როგორც კომისიის შექმნის გაურკვეველი ვადით გადადება, ასევე ის მიზეზები, რაც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. კერძოდ კი ის, რომ ქვეყანა, თავისი ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მზად არ არის მსგავსი კომისიის შესაქმნელად.
2013-11-29 01:55 სრულად ნახვა“ზამთრის სკოლა” საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მიზნად ისახავს ქართული საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობას, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში აუცილებელი სამართლებრივი ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვას, საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი აქტუალური თემების გამოძიების წახალისებას.
2013-11-28 09:42 სრულად ნახვაუკანასკნელი რამდენი წლის განმავლობაში საჯარო დაწესებულებების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის თემა საკმაოდ ხშირად ხდებოდა საზოგადოებისა და მედიის განხილვის საგანი. მწვავე კრიტიკას იმსახურებდა საჯარო მოხელეთა მიერ ძვირადღირებული ავტომანქანების სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შესყიდვა.
2013-11-28 02:15 სრულად ნახვამიმდინარე წლის 06 ნოემბერს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ იქნა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ“ კანონის პროექტი. საია მიესალმება დევნილთა შესახებ ახალი კანონის მიღების ინიციატივას და მის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მცდელობას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, კანონპროექტში არის სადავო ნორმები (დევნილის სტატუსის მინიჭებასთან და დევნილის შემწეობის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები), რომელთა წარმოდგენილი სახით მიღება არ მიგვაჩნია გამართლებულად.
2013-11-26 07:37 სრულად ნახვა