“ზამთრის სკოლა” საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მიზნად ისახავს ქართული საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობას, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში აუცილებელი სამართლებრივი ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვას, საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი აქტუალური თემების გამოძიების წახალისებას.
“ზამთრის სკოლას” ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაცია.
“ზამთრისსკოლის” მხარდამჭერია საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭო (IREX) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA) ფარგლებში.
“ზამთრის სკოლა” გაიმართება თებერვალი-აპრილის პერიოდში (ზუსტი თვე და რიცხვები განისაზღვრება მონაწილეთა შერჩევის შემდეგ) და მისი ხანგრძლივობა შეადგენს 9 დღეს.
“ზამთრის სკოლა” მოიცავს შემდეგ ძირითად (სავალდებულოდ განსახილველ) პროგრამულ საკითხებს:
- საგამოძიებო ჟურნალისტიკის არსი და მისი მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში
- ჟურნალისტის სამართლებრივი იმუნიტეტი
- ჟურნალისტური გამოძიება, როგორც წინასწარ გამოძიებასა და მართლმსაჯულების განხორცილებაზე გარეგანი კონტროლის მექანიზმი
- იურიდიული (სამართლებრივი) ტერმინოლოგია და მისი გამოყენება ჟურნალისტური გამოძიებისას
- სისხლის საპროცესო კოდექსი და ჟურნალისტური გამოძიება
- ინფორმაციის გავრცელება
- სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები
- ლიბერალური და რეპრესიული მოდელის სისხლის სამართლის კანონმდებლობა და ადამიანის უფლებები
- უფლებათა და თავისუფლებათა წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები
- ზემოქმედების განხორცილება მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ჟურნალისტური გამოძიებისათვის ინფორმაციის მისაღებად
- ინტერესის ობიექტის განსაზღვრა (სახელმწიფო ხელისუფლება; ა/რ და რეგიონული მმართველობის ორგანოები; ადგილობრივი თვითმმართველობა)
- ადმინისტრაციული ორგანოები
- თანამედროვე საქართველოს ბიუროკრატიის საქმიანობის საკანონმდებლო რეგულიფრება
- ინფორმაციის წაყაროები, ინფორმაციის წყარობთან ურთიერთობა
- ინფორმაციის თავისუფლება და საგამოძიებო ჟურნალისტიკა
- ღია საჯარო ინფორმაცია + საგამოძიეო ჟურნალისტიკა
- დახურული (საიდუმლო) ინფორმაციის სახეები
- ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება
- გასაჩივრების მექნიზმები საჯარო ნფორმაციის მისაღებად
- საინფორმაციო-ანალიტიკური მუშაობის საფუძ ვლები
- მუშაობა საინფორმაციო წყაროებთან
- ინფორმაციის შეფასება
- ინფორმაციის უსაფრთხოება
და კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების მიერ შერჩეულ რამდენიმე თემას ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:
- სანებართვო სამართალი
- პრივატიზაცია
- სახელმწიფო შესყიდვა
- სამეწარმეო წესრიგი (გადასახადები, სამეწარმო კონტროლი, მეწარმისა და მომხმარებლის უფლებები)
- განათლება
- ეკოლოგია
- ჯანდაცვა
“ზამთრის სკოლა” წარიმართება სწავლების ინტერაქტიული მეთოდის გამოყენებით. აქცენტი გაკეთდება არამხოლოდ თეორიული მასალის მსმენელთათვის მაღალი ხარისხით მიწოდებაზე, არამედ თითოეული მსმენელის სასწავლო პროცესში მაქსიმალურ ჩართულობაზე.
“ზამთრის სკოლა” ითვალისწინებს კუტურულ და განტვირთვის ღონისძიებებს, რა დროსაც შესაძლებელია ჩატარდეს გუნდური სულისკვეთების განსამტკიცებელი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები და ერთი მცირე ლაშქრობა ისტროიული ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად.
“ზამთრის სკოლის” ტრენერებად მოწვეულ იქნებიან მაღალპროფესიონალი ექპერტები, რომლებიც წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით ფლობენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე აქვთ დიდი პრაქტიკული გამოცდილება.
“ზამთრის სკოლაში” მონაწილეობა შეუძლიათ ქვეყანაში არსებულ მედიასაშუალებებში დასაქმებულ ჟურნალისტებს, რომლებიც მინიმუმ 2 წელია, რაც ახორცილებენ ჟურნალისტურ გამოძიებას.
სკოლის მონაწილეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე. ძირითად კრიტერიუმებს წარმოადგენს კანდიდატის მოტივაცია და პროფესიული გამოცდილება.
მსურველებმა:
- უნდა შეავსონ თანდართული “პროგრამის მონაწილის ანკეტა”
- დაურთონ რეზიუმე (CV)
- წარმოადგინონ მათ მიერ მომზადებული საგამოძიებო სტატია, ან ფილმი ელექტრონული სახით (CD-ზე ჩაწერილი), ან მიუთითონ ინტერნეტის შესაბამისი ბმული
-
ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია გადმოაგზავნონ/წარმოადგინონ არაუგვიანეს 16 დეკემბრისა შემდეგ მისამართზე:
metreveli@gyla.ge
თბილისი, ჯ.კახიძის ქ. #15
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
ტრენინგის მონაწილე ჟურნალისტებისათვის უზრუნველყოფილი იქნება ცხოვრების, კვებისა და მგზავრობის ხარჯი.
ტრენინგი ჩატარდება თბილისის გარეთ, მაღალკომფორტულ სასტუმრო კომპლექსში.
სკოლის დასრულების შემდეგ მონაწილეებზე გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ პირებს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირი: თამარ მეტრეველი 2 93 61 01 (125); 599 51 00 63