სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ ზუგდიდსა და ბათუმში პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს

არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკური ნიშნით ძალადობრივი დაპირისპირებებისა და ანგარიშგების ფაქტებს, რასაც ზუგდიდსა და ბათუმში ჰქონდა ადგილი.  

2015-03-18 12:00 სრულად ნახვა

განცხადება გიორგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ვეხმაურებით გიორგი უგულავას მიმართ პატიმრობის განმეორებით გამოყენების საკითხს და გვსურს განვმარტოთ შემდეგი:

2015-03-18 10:55 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ სამეგრელოს ოთხ ქალაქში ბავშვებისათვის ძალადობის ამსახველი ფილმების ჩვენების გამო

მიმდინარე წლის 13-15 მარტს ფოთში, ზუგდიდში, სენაკსა და ხობში მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებულ თეატრებსა და დარბაზებში გაიმართა დოკუმენტური ფილმის, „სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“ ჩვენება. ფილმის ჩვენება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელის, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გია სალუქვაძის ორგანიზებით გაიმართა.

2015-03-16 16:00 სრულად ნახვა

საიამ ყოფილი პატიმრების მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო ევროპულ სასამართლოს მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან  ,,ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC)'' თანაშრომლობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ორი ყოფილი მსჯავრდებულის სახელით, მათ მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო მიმართა.

2015-03-16 10:30 სრულად ნახვა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადება პალიტრა TV -ს გავრცელებასთან დაკავშირებით

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის” ყურადღებით აკვირდება MUST Carry-სა და MUST Offer - ის პრაქტიკულ განხორციელებას და გამოთქვამს წუხილს, რომ მიუხედავად მრავალთვიანი დავისა, ვერ მოხერხდა მოლაპარაკება მაგთიკომსა და პალიტრა TV-ს შორის. დავა ვერ დარეგულირდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სასამართლოს მიერ საკითხის განხილვითაც, რომლებმაც არ დაავალდებულეს მაგთიკომი საკუთარ სამაუწყებლო პაკეტში განეთავსებინა პალიტრა TV -ს კონტენტი.

2015-03-13 15:00 სრულად ნახვა

საია საქართველოს მთავრობის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დისკრიმინაციული ხასიათის ნორმატიულ აქტებს სასამართლოში ასაჩივრებს

2015 წლის 13 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ერთ-ერთი დევნილის სახელით  მიმართა სასამართლოს საქართველოს მთავრობის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის იმ ნორმატიული აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლებიც მოქალაქეობის ნიშნით დევნილთა ერთი ჯგუფის პირდაპირ დისკრიმინაციას იწვევს.

2015-03-13 11:29 სრულად ნახვა

საია პროკურატურას მოუწოდებს უზრუნველყოს პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტების დროული და ეფექტური გამოძიება

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომართა ოცამდე პირმა, რომლებიც  პოლიციელთა მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ უკანონო და ძალადობრივ ქმედებებზე საუბრობენ. კერძოდ, ისინი აცხადებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებისას და შემდგომ პერიოდში მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ზოგიერთი მათგანი ასევე საუბრობს პოლიციის მხრიდან ნარკოტიკული ნივთიერებების და იარაღის ჩადების ფაქტზე.  

2015-03-12 12:00 სრულად ნახვა

საიას თებერვლის თვის წარმატებული საქმეები

 1. საიას იურისტები განაგრძობენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას საიას თბილისისა და ქუთაისის ოფისების დახმარებით ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად სასამართლომ დამცავი ორდერები გამოსცა და მოძალადეებს ორივე შემთხვევაში აეკრძალა მსხვერპლთან ყველანაირი სახის ურთიერთობა, მათ შორის სატელეფონო კონტაქტი.

2015-03-04 10:42 სრულად ნახვა

საიას განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძის დასახელებას. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარდგენილია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე (1998-1999 წწ).

2015-02-18 10:50 სრულად ნახვა

სამოქალაქო განათლების ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას სამოქალაქო განათლების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე.

2015-02-17 12:27 სრულად ნახვა