კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის” ყურადღებით აკვირდება MUST Carry-სა და MUST Offer - ის პრაქტიკულ განხორციელებას და გამოთქვამს წუხილს, რომ მიუხედავად მრავალთვიანი დავისა, ვერ მოხერხდა მოლაპარაკება მაგთიკომსა და პალიტრა TV-ს შორის. დავა ვერ დარეგულირდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სასამართლოს მიერ საკითხის განხილვითაც, რომლებმაც არ დაავალდებულეს მაგთიკომი საკუთარ სამაუწყებლო პაკეტში განეთავსებინა პალიტრა TV -ს კონტენტი. კოალიციისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობისთვის, მიუხედავად იმისა, რომელ პლატფორმას იყენებენ მაუწყებლობის მისაღებად, თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი ადგილობრივი საერთო მაუწყებლები, იმგვარად , რომ არ მოხდეს მოქმედი ოპერატორებისთვის ტექნიკური პრობლემების შექმნა.
კოლაიცია გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს მაგითიკომისა და პალიტრა TV -ს მოლაპარაკებებში და შეასრულოს მედიატორის როლი.