თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, „მომავლის იმედის“ ხელმძღვანელ, თამარ ხაჭაპურიძეს შორის 2016 წლის 26 აგვისტოს გონიოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება აჩენს კითხვებს, რომ შესაძლოა მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის გამოძიება მიკერძოებულად მიმდინარეობდეს და არ იყოს ობიექტური; კითხვებს აჩენს ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის სისწორე და მოსალოდნელი სასჯელის პროპოციულობა, გამოძიების პროცესზე სასამართლო კონტროლის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა.
2016-09-07 09:45 სრულად ნახვა2016 წლის 27 აგვისტოს N81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გამოსცა N07/2016 განკარგულება, რომლის თანახმადაც 2016 წლის 08 ოქტომბრის საქართველოს პარალმენტის არჩევნებისათვის N71 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ წარდგენილი ლეონიდ ჩერნოვეცკი დარეგისტრირდა პარლამენტის წევრობის მაჟორიტარობის კანდიდატად.
2016-09-05 13:35 სრულად ნახვა2016 წლის 22 აგვისტოს საიამ გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა. ანგარიში ეხება 2014 წლის ივლისში კომიტეტის მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე.
2016-08-24 09:55 სრულად ნახვამიმართვა ღიაა ხელმოწერებისათვის, როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე მოქალაქეებისათვის, 2016 წ 29 აგვისტომდე. ხელმოწერის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე: greenalt@greenalt.org
2016-08-23 17:29 სრულად ნახვასაიას დამკვირვებლებისათვის ცნობილი გახდა ინფორმაცია შესაძლო წინასწარი სიების არსებობის შესახებ; ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით შესარჩევი წევრების არჩევის დროს, ოლქის წევრებს უნდა ეხელმძღვანელად ზემოაღნიშნული სიებით.
2016-08-22 10:03 სრულად ნახვასაია ეხმიანება ჟურნალისტ დავით მჭედლიძისთვის პოლიციის მხრიდან პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ნებისმიერი შემთხვევა, მიუხედავად იმისა შეიცავს თუ არა ის დანაშაულის ნიშნებს, მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
2016-08-19 18:23 სრულად ნახვაკამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება ერთ-ერთი მედია საშუალების ვებგვერდის მეშვეობით პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებას დაუშტრიხავი ფორმით იმგვარად, რომ ყველასათვის შესაძლებელი გახდა კადრებზე ასახული პირების იდენტიფიცირება. კადრები ასევე აიტვირთა და ფართოდ გავრცელდა YouTube-ზე. სამწუხაროდ, შესაბამისი უწყებების მიერ კადრების დაბლოკვა ამ დრომდე არ არის უზრუნველყოფილი.
2016-08-17 13:35 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 11 და 12 აგვისტოს ბორჯომში, დედოფლისწყაროსა და ზუგდიდში წინასაარჩევნო აგიტაციისას სავარაუდო ხელშეშლისა და ძალადობის ფაქტებს.
2016-08-12 18:03 სრულად ნახვახელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ ჩვენს მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა საკითხებზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.
2016-08-09 12:21 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს. ამჯერად გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს ორ ქალაქში, ბათუმსა და თელავში 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტებზე და მოვუწოდოთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, რომ გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა, ჯეროვნად შეასრულონ მათზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, სტაბილურ და ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში ჩატარებას.
2016-08-06 17:54 სრულად ნახვა