კვლევის მიზანია საქართველოს 12 თვითმმართველ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი, მცხეთა, ფოთი, რუსთავი, გორი, ამბროლაური, ახალციხე) საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე 2015 წლის განმავლობაში არსებული პრაქტიკის ანალიზი. კვლევაში წარმოდგენილი ინფორმაცია მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე საჯარო სამსახურის სტაბილურობის შეფასების მიზნით.
2016-12-07 16:26 სრულად ნახვა2016 წლის 7 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის - „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია გამართა. კვლევა პროექტის - „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ინკლუზიური, კონკურენტული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა.
2016-12-07 14:36 სრულად ნახვასაიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, კონკურსის პირველი ეტაპი - (კაზუსების ამოხსნა) ჩატარდება რამდენიმე ნაკადად. გთხოვთ, თანდართულ დოკუმენტში იხილოთ შესაბამისი გადანაწილებები და განრიგი.
2016-11-29 11:59 სრულად ნახვაწინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის გარდა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნების დღის შემდგომი პერიოდის მონიტორინგიც განახორციელა. ორგანიზაციის დამკვირვებლები საჩივრების განხილვას როგორც ზემდგომ საარჩევნო კომისიებში, ასევე სასამართლოებში აკვირდებოდნენ.
2016-11-25 14:52 სრულად ნახვაცესკოს თავმჯდომარის 2016 წლის 22 ნოემბრის #221/2016 განკარგულებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებელი დაფინანსების ოდენობები განისაზღვრა. აღნიშნული განკარგულება წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობის მოთხოვნებთან და უსაფუძვლოდ, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს მხოლოდ ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას - „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.“
2016-11-24 11:20 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - საქართველოს ეროვნული პლატფორმის ფარგლებში ერთობლივად მოამზადა სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მართვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, რომელიც 2016 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე წარედგინება საქართველოს მთავრობას.
2016-11-22 10:54 სრულად ნახვა18 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ( გაზეთი ბათუმელების სახელით), და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მთავარ პროკურატურას შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ განცხადებებით მიმართეს.
2016-11-18 16:39 სრულად ნახვასაიას წევრთა საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ 2016 წლის 26 ნოემბერს, ქორთიართ მარიოტში გაიმართება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის XXIII საერთო კრება
2016-11-12 18:26 სრულად ნახვა29 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის (დიასპორის სამინისტროს) გაუქმების შესახებ, რაც დაუკავშირა „კონსერვატული“ დანახარჯების პოლიტიკას.
2016-11-10 18:14 სრულად ნახვასაპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ამომრჩეველმა ნება ძირითადად თავისუფლად გამოხატა.
2016-10-31 12:50 სრულად ნახვა