ამა წლის 6 ივნისს საიამ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა. საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ცვლილებას იმგვარად, რომ დევნილის სტატუსის მოპოვება შეძლონ, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეობასთან ერთად საქართველოს მოქალაქეობის, ანუ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებმა. გარდა ამისა, იცვლება კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის ფორმულირება და შეწყვეტილი სტატუსის აღდგენის საფუძვლებად დამატებით სახელდება პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღება ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობასთან ერთად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.
2011-06-07 10:31 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს ანგარიშს - ადამიანის უფლებათა დარღვევის პირველად და მოკლე შეფასებას იმ ზოგად ტენდეციებთან დაკავშირებით, რომელიც პოლიციის მიერ 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის დროსა და მას შემდეგ აქციის მონაწილეებისა თუ აქციის ადგილზე მყოფი სხვა პირების დაკავებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე გამოვლინდა.
2011-06-06 14:24 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 31 მაისს მესამე მოსმენით მიიღო თავისუფლების ქარტია. აღნიშნულ დოკუმენტს რეგულირების სამი საგანი აქვს: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ყოფილი სსრკ-ს სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლების ლუსტრაცია, საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის აღკვეთა. ”თავისუფლების ქარტიის” პროექტი დიდწილად მოიცავს სწორედ ლუსტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. პოსტ-საბჭოთა სივრცეში ბევრმა ქვეყანამ ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე შეძლო, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მათი მომავალი განვითარება. სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე აქტიური მუშაობა საქართველოში მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო, თუმცა არსებული ვითარების გათვალისწინებით ეს ცალსახად დადებითი და საჭირო ნაბიჯია სახელმწიფოს შემდგომი დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისათვის.
2011-06-06 07:31 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 31 მაისს მესამე მოსმენით მიიღო თავისუფლების ქარტია. აღნიშნულ დოკუმენტს რეგულირების სამი საგანი აქვს: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ყოფილი სსრკ-ს სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლების ლუსტრაცია, საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის აღკვეთა. ”თავისუფლების ქარტიის” პროექტი დიდწილად მოიცავს სწორედ ლუსტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. პოსტ-საბჭოთა სივრცეში ბევრმა ქვეყანამ ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე შეძლო, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მათი მომავალი განვითარება. სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე აქტიური მუშაობა საქართველოში მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო, თუმცა არსებული ვითარების გათვალისწინებით ეს ცალსახად დადებითი და საჭირო ნაბიჯია სახელმწიფოს შემდგომი დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისათვის. თუმცა, რამდენადაც მნიშვნელოვანია ამ კანონის ამოქმედება სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის, იმდენადვე საფრთხილოა მისი არსებობა. თუკი კანონი დატოვებს მისი არასწორი ინტერპრეტაციისა და გამოყენების საშუალებას, სერიოზულად დადგება ადამიანის უფლებებათა დარღვევისა და კანონის პირადი ინტერესებისათვის გამოყენების საფრთხე.კანონპროექტის დღევანდელი რედაქციის სრულყოფისათვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რიგი შენიშვნების დროული გათვალისწინება. დღეს, 3 ივნისს საია საქართველოს პრეზიდენტს უგზავნის ქარტიასთან დაკავშირებით მომზადებულ სამართლებრივ დასკვნას და მიმართავს თხოვნით, გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და საქართველოს კანონის ”თავისუფლების ქარტიის” პროექტი მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს საქართველოს პარლამენტს.
2011-06-03 14:34 სრულად ნახვა2 ივნისს 00:15 წუთზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ 26 მაისის მოვლენებიდან ერთი კვირის თავზე ქართულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მდუმარე აქცია გამართეს. აქციაში სულ 15-მდე უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. აქციაზე შეკრება 1 ივნისს 23:30 წუთზე დაიწყო.აქცია სიმბოლურ ხასიათის ატარებდა, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს 26 მაისს დაზარალებულებს და გააპროტესტეს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები. მხარდაჭერის გამოსახატავად აქციის ორგანიზატორებმა სანთელები აანთეს. აქციის მთავარი მესიჯი იყო - “არა ძალადობას“!მშვიდობიანი პროტესტით ძალადობის წინააღმდეგ გამოსვლისთვის დრო - 00:15 საათი შეგნებულად შეირჩა, იმიტომ რომ ერთი კვირის წინ, 26 მაისს ზუსტად 00:15 სთ-ზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაფიქსირდა არაპროპორციული ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ.
2011-06-02 12:15 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისმა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებული, დაცვის უფლების შეზღუდვის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა. საიას ოზურგეთის ოფისს დახმარებისთვის მიმართა 26 მაისის აქციის მონაწილემ, ნუგზარ ბურჭულაძემ, რომელიც ოზურგეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში დაბარებული იყო მოწმის სტატუსით. პოლიციაში გამოცხადების შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა საიას ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაკითხვაზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას ადვოკატმა ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსის, ნიკოლოზ იმერლიშვილის სახელზე დაწერა საჩივარი და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება. ამის საპასუხოდ, საიას ადვოკატს პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა სიტყვიერად განუმარტა, რომ ბურჭულაძეს ადვოკატის მომსახურება არ სურდა, თუმცა, საიას ადვოკატს არ მიეცა საშუალება პირადად მოენახულებინა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი და დაედასტურებინა ეს ფაქტი. საიას მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტით მოხდა ბურჭულაძისთვის დაცვის უფლების შეზღუდვა. მოვითხოვთ, რომ საიას დაცვის ქვეშ მყოფ პირს მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
2011-05-30 15:40 სრულად ნახვასაიასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გმობს, 2011 წლის 26 მაისის ღამეს მომიტინგეთა დარბევის დროს ჟურნალისტთა მიმართ გამოვლენილი უკანონობისა და ძალადობის ფაქტების განხორციელებას, რადგან საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ნორმების თანახმად, ჟურნალისტური საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელება პატივისცემით უნდა სარგებლობდეს კონფლიქტურ და დაძაბულ სიტუაციებში, რადგან ამგვარ სიტუაციებში საზოგადოებრივ საქმეებზე ინფორმირებულობა საზოგადოებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს. ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად: "მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის შეკრებაზე ან მანიფესტაციაზე ცნობების მიღებასა და გავრცელებაში ხელის შეშლა ისჯება კანონით.”შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელება, მათი კუთვნილი ვიდეო და ფოტო კამერების წართმევა და დაზიანება, გადაღებული მასალების წაშლა, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა.”
2011-05-28 16:52 სრულად ნახვა27 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ადვოკატებმა მოინახულეს თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი აქციის მონაწილეები. თელავის იზოლატორში არსებული ვიათარება უმძიმესია და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს. ადვოკატებისა და პატიმრების ინფორმაციით:• სასტიკად არიან ნაცემი იზოლატორში მყოფი შემდეგი პატიმრები: ანდრეი გორა, მურმან დუმბაძე და ალეკო ჩუბინიძე. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მურმან დუმბაძე სასტიკად სცემეს დაკავების შემდეგ ქ. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში. • ზემოაღნიშნულ პირთათვის ხელმიუწვდომელია სამედიცინო მომსახურება. • 2 დღეა იზოლატორში მყოფ პირებს არ მიეწოდებათ საკვები. მიგვაჩნია, რომ დაკავებული პირების მიმართ ადგილი აქვს სახელმწიფოს მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას. შესაბამისად, მოვითხოვთ:1. პატიმრების სიცოცხლისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იზოლატორის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურებისა და საკვების მიწოდება დაკავებული პირებისთვის. 2. გამოძიებულ იქნას და პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვინც გადაამეტა უფლებამოსილებას და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა პატიმრებს.
2011-05-27 22:45 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მიტინგის დაშლისას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოხდა ძალის გადამეტება, რის შედეგადაც არაერთმა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახისა და სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება.საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაასაჯაროვოს ყველა ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც სამინისტროს წარმომადგენლები აწარმოებდნენ აქციის დაშლის პროცესში. აღნიშნული შესაძლებლობას მოგვცემს ადექვატურად შეფასდეს როგორც აქციის მონაწილეთა, ასევე სამართალდამცავთა მხირდან განხორციელებული ქმედებები.
2011-05-27 13:34 სრულად ნახვა2011 წლის 26 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მიერ აქციის დაშლის შემდეგ შსს-ს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად დაკავებულია 90 ადამიანი, რომელთა ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ნაწილს კი ფულადი ჯარიმა.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს დაკავებული პირების ინტერესებს და ამ წუთამდე ორგანიზაციის წარმომადგენლები განაგრძობენ ინფორმაციის მოპოვებას დაკავებულთა ვინაობისა და ადგილსამყოფელის შესახებ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, მაგრამ ამ ინფორმაციის მიღება თითქმის შეუძლებელია. საია-ს ადვოკატებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, მოინახულონ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები წინასწარი მოთავსების იზოლატორში. მოვუწოდებთ შს სამინისტროს, გამოაქვეყნოს 2011 წლის 26 მაისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის დაშლის პროცესში დაკავებული პირების სია, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, სამართლებრივი დახმარება აღმოვუჩინოთ აღნიშნულ პირებს. ასევე, მოვითხოვთ, სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადგინონ იმ პირების ადგილსამყოფელი, რომელთა შესახებ არ არსებობს ინფორმაცია.
2011-05-26 14:22 სრულად ნახვა