2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის პროცესში და მას შემდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტების ზოგადი ანალიზი
2011-06-06 14:24
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს ანგარიშს - ადამიანის უფლებათა დარღვევის პირველად და მოკლე შეფასებას იმ ზოგად ტენდეციებთან დაკავშირებით, რომელიც პოლიციის მიერ 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის დროსა და მას შემდეგ აქციის მონაწილეებისა თუ აქციის ადგილზე მყოფი სხვა პირების დაკავებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე გამოვლინდა.
წარმოდგენილი ანალიზი ეფუძნება საიას მიერ თვითმხილველებისაგან და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისგან ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებებს, ასევე, ღია წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციასა და ვიდეო - ფოტო მასალას.