19, 20, 26 და 27 მარტს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტის (CIPDD), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (GYLA) და უსაფრთხო მსოფლიოს (Saferworld) ორგანიზებით საქართველოს ოთხ რეგიონში გაიმართება საჯარო დისკუსიები, რომლის ძირითადი მიზანია კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა ადგილობრივი თემების წარმომადგენლებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის, იმ ძირითად გამოწვებებზე როგორიცაა, მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა. აღნიშნული საკითხები სპეფიციკურია როგორც ოთხივე რეგიონისთვის, ასევე, მთელი ქვეყნისთვის.დისკუსია სახელწოდებით “ერთად დავგეგმოთ მშვიდობა” არის გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტების მოგვარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის გაძლიერება კონფლიქტსა და სტაბილურობაზე“ და ევროკავშირის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის „საქართველოში კონფლიქტის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებზე ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობა“ ნაწილი. მისი მიზანია:ფართო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა საქართველოში, უსაფრთხოებასთან, მშვიდობასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზსა და ზოგადი პოლიტიკის შემუშავებაში.
2011-03-18 08:17 სრულად ნახვა16 მარტს საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ეგიდით მოეწყო საჯარო დისკუსია „რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციასთან დაკავშირებული სახელმწიფოთაშორისი სასამართლო დავა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის“.დისკუსიის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდნენ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სამართლის კურსების სტუდენტები, რომლებმაც წარმოადგინეს მოცემულ თემაზე მომზადებული საინფორმაციო მოხსენება.
2011-03-17 08:11 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი მელაძის, კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის საკანონმდებლო ინიციატივას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში სატელევიზიო რეკლამების ხანგრძლივობისათვის დადგენილი შეზღუდვების გაზრდასთან დაკავშირებით.დღეს მოქმედი ნორმებით, იკრძალება რეკლამით ან ტელეშოპინგით იმ ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, რელიგიური, წინასაარჩევნო დებატების პროგრამისა და დოკუმენტური ფილმის შეწყვეტა, რომელთა ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია. მომზადებული ცვლილებებით, აღნიშნული დრო 15 წუთამდე მცირდება. პროგრამების ხანგრძლივობის შემცირებასთან ერთად, 2,5-ჯერ, 120 წამიდან 300 წამამდე იზრდება რეკლამის ხანგრძლივობა. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, 16-წუთიანი საინფორმაციო გამოშვების შეწყვეტა შესაძლებელია 5 წუთიანი რეკლამით. აღნიშნულ დროში არ ითვლება მაუწყებლების მიერ თავიანთ გადაცემებთან დაკავშირებით მომზადებული ვიდო-რგოლები, რომელთა ხანგრძლივობა ულიმიტოა, ხოლო მათი ოდენობა ქართულ ტელესივრცეში საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, 16 წუთიანი ახალი ამბების შეწყვეტა შესაძლებელია 5 წუთზე მეტი დროითაც, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს ინფორმაციის მიღების ხარისხზე.
2011-03-16 13:22 სრულად ნახვა16 მარტს, 18:30 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აწყობს საჯარო დისკუსიას თემაზე „რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციასთან დაკავშირებული სახელმწიფოთაშორისი სასამართლო დავა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის“.დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან მოწვეული ექსპერტები. „საჯარო დისკუსია“ გახლავთ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ახალი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია თვეში ერთხელ საგანმანათლებლო ხასიათის დისკუსიების გამართვა საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
2011-03-15 10:02 სრულად ნახვა10 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საიას ადვოკატების დაცვის ქვეშ მყოფი ნუგზარ ახალაია უდანაშაულოდ ცნო!25 იანვარს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო მოქალაქე ანდრო შავგულიძის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე.დაუდგენელმა პირმა უკანონოდ შეაღწია სოფელ გუმბრაში მცხოვრებ ანდრო შავგულიძის საცხოვრებელ სახლში და მოიპარა მისი კუთვნილ ნივთები, მათ შორის წნევის საზომი აპარატი.გამოძიების ვერსიით ზემოაღნიშნული წნევის აპარატი დამნაშავე პირებისაგან მოქალაქე ნუგზარ ახალაიამ შეიძინა, რომელმაც იცოდა, რომ ნაქურდალი იყო. აპარატი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა სწორედ ახალაიას სახლიდან.ნუგზარ ახალაიას დაცვის მხარეს წარმოადგენდნენ საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატები.ბრალდებულის მტკიცებით, წნევის აპარატი არავისგან შეუძენია და ის დაახლოებით 1 წლის წინ ნათესავმა აჩუქა.26 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ნუგზარ ახალაიას შეუფარდა გირაო 2000 ათასი ლარის ოდენობით.
2011-03-14 15:27 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს 2011 წლის 28 თებერვალს გავრცელებულ განცხადებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის საკომპენსაციო თანხების (10 000 აშშ დოლარი) გაცემას ეხება.როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, "ეგრეთწოდებული კომპენსაციების გაცემა დასრულებულია, რადგან იგი გავრცელდა მხოლოდ 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შემდგომ უსახლკაროდ დარჩენილ იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე, რომლებსაც ჰქონდათ დანაზოგი და სახელმწიფოს მიერ დამატებული კომპენსაციით შეძლეს საცხოვრებელი ფართების შეძენა." "ეგრეთწოდებული კომპენსაციების თემა ამოწურულია, მიმდინარეობს რეგიონებში ფართების განაწილება."
2011-03-11 09:42 სრულად ნახვა“სტუდია მონიტორი” 2009-2010 წლის განმავლობაში ახორციელებდა მონიტორინგს, ტელეკომპანიების “რუსთავი 2” და “იმედის” მიერ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით რეკლამის, სპონსორობისა და ტელეშოპინგისათვის დადგენილი წესების, დაცვაზე. რის შედეგადაც, გამოვლინდა არაერთი დარღვევა, რომლის თაობაზეც ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. შედეგად, კომისიის 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ტელეკომპანიებს სანქციის სახით მიეცათ გაფრთხილება რეკლამის წესების დარღვევისათვის.2011 წლის 7 მარტს “სტუდია მონიტორმა” განმეორებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.კანონის თანახმად კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა “ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.”
2011-03-09 15:01 სრულად ნახვა2011 წლის 25 თებერვალს საქართველოს პარლამენტს წარედგინა „საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა პირველი მოსმენით ის უკვე მიიღეს. აგრარულ საკითხთა კომიტეტი მას I მოსმენით ხვალ, 10:00 საათაზე განხილავს, პლენარულ სხდომამდე 1 საათით ადრე.საქართველოს მთავრობის ინიციატივა მდგომარეობს საპარტნიორო ფონდის სააქციო საზოგადოების ფორმით შექმნაში. აღნიშნული სააქციო საზოგადოება დაფინანსდება ისეთი წყაროებიდან, როგორებიცაა: პრივატიზაციის შედეგად მიღებული თანხები, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების დივიდენდები (მათ შორის წილების ან ფასიანი ქაღალდების გაყიდვა) და სხვა. ფონდის, როგორც მეწარმე სუბიექტის მიზანი მოგების მიღება კი არ არის, არამედ ისეთი საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებების განხორციელება, როგორებიცაა: სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა, შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა, განხორციელებული პროექტების განსახელმწიფოებრიობა, ანუ პრივატიზაცია. საპარტნიორო ფონდის მთავარი საქმიანობა კერძო სექტორის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა პროექტების დაფინანსება და მისი განხორციელებაა. საყურადღებოა ის, რომ კანონპროექტის თანახმად, ფონდში პროექტის განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ღირებულება სოფლის მეურნეობის სფეროში მინიმუმ 5 მილიონი ლარი, ხოლო არასასოფლო სამეურნეო სფეროში მინიმუმ 30 მილიონი ლარი იქნება.
2011-03-08 07:32 სრულად ნახვასაქართველოს მთავრობის ინიცირებით, 2011 წლის 18 თებერვალს, საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს არასაპატიმრო სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების და მისი აღსრულების ახლებურ რეგულირებას.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება სახელმწიფოს ისეთ ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავენ არასაპატიმრო სასჯელების სრულყოფილ ამოქმედებას. დღეს მოქმედი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მარეგულირებელი ნორმები ვერ უზრუნველყოფენ მექანიზმის ეფექტურობას. სწორედ აღნიშნული სახელდება ცვლილებების მთავარ მიზეზად კანონპროექტის განმარტებით ბარათშიც. ცალკეული დადებითი მხარეების გარდა, ინიცირებული კანონპროექტი ხასიათდება ისეთი მნიშვნელოვანი სისუსტეებით, როგორიცაა: საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის არასრულყოფილი ცნება, მსჯავრდებულის ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციის შეუძლებლობა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ უსასყიდლო შრომის საფასურის მიღება, გასაჩივრების შეუძლებლობა და სასჯელთა ცვლილებისას ვადების გაანგარიშების ახალი წესით მსჯავრდებულის მდგომარეობის დამძიმება. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საიას მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ დასკვნაში აღინიშნა, რომ აუცილებელია კანონმდებელმა ნათლად განსაზღვროს, თუ რას წარმოადგენს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. უნდა გამოირიცხოს მისი გამოყენება რომელიმე საწარმოს მიერ მოგების მიღების მიზნებისათვის.
2011-03-07 14:47 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭომ (IREX), 2011 წლის 25-27 თებერვალს ჩაატარა ტრენინგი ჟურნასლიტებისთვის თემაზე: "გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში - არსებული პრობლემები და მიმდინარე გამოწვევები".სემინარი ჩატარდა პროგრამის "ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას" (G-MEDIA) ფინანსური მხარდამჭერიs ფარგლებში.ტრენინგზე განხილული იქნა გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების სფეროში დღეს არსებული ყველა აქტურლუი საკითხი. კერძოდ, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო და კონსტიტუციურ სტანდარტები; გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძვლები; ლიცენზირება (ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობა, ლიცენზიის სახეები, მაუწყებლების საკანონმდებლო ვალდებულებები); მაუწყებელთა ქცევის კოდექსი; ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით განვითარებულ ადმინისტრაციულ და სასამართლო პრაქტიკა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში; პერსონალური მონაცემების სამართლებრივ რეგულირება და მოსალოდნელ სიახლეები ქართულ საკანონმდებლო სივრცეში. ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეებმა იმსჯელეს მათ რეალურ საქმიანობაში არსებულ პრაქტიკაზე და გამოვლენილ პრობლემებზე.სამდღიანი ტრენინგის დასასრულს მასში მონაწილე 22 ჟურნალისტი დაჯილდოვდა მონაწილეობის სერტიფიკატით.
2011-03-02 19:32 სრულად ნახვა